გიორგი გახარია

9 May. 2023, 21:31

ეს ქოლცენტრების თემა არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს ჰპარავდნენ ევროპელებს და ახლა დღეს კიდევ ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში. ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს და შენ კიდევ, საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ფასი ამისი უკვე გადაიხადა...

თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის. ამის ფასს გადავიხდით ყველა ჩვენ იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ.

რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, აი ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა იტყვის, რომ, კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თურმე, ქოლცენტრები ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს.

მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ. ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას: აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში, ამ განაჩენს გამოუტანენ ვის? —რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს. მორჩა, ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან.

ამბობს გიორგი გახარია პარტია საქართველოსთვის მიერ გავრცელებულ ვიდეოში. ბიბისის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ფორმულას დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ამხილა თაღლითობის გლობალურ ქსელთან კავშირში, რომელმაც ერთ მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ

მინდა, ნათლად განვუცხადო ქართველ ხალხს და იგულისხმება საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პოლიცია, სამხედროები,…