შეხვედრა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ რიჩარდ სვინბერნთან
23 მაისს, 11:00 საათზე, წიგნის სახლში ლიგამუსი გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, რიჩარდ სვინბერნის შეხვედრა სტუდენტებსა და პროფესორებთან.
შეხვედრაზე პროფესორი სვინბერნი ისაუბრებს თავის წიგნზე Faith and Reason (რწმენა და აზროვნება), რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ამზადებს გამოსაცემად.
შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. შეხვედრის დასასრულ პროფესორ რიჩარდ სვინბერნს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება.
ავტორის შესახებ
რიჩარდ სვინბერნმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, სწავლობდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას. მის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საკითხი – გამართლებულია თუ არა ღმერთის რწმენა, უფრო ზუსტად, რწმენა ქრისტიანული რელიგიის სწავლებისა. იგი ქრისტიანული ტრადიციით აღიზარდა. 1995 წელს დატოვა ანგლიკანური ეკლესია და მიიღო მართლმადიდებლობა.
სვინბერნმა წლები მიუძღვნა ფიზიკური და ბიოლოგიური მეცნიერებების ისტორიას, რაც მისი ფილოსოფიური რეფლექსიის წყარო იყო.
1963 წლიდან ჰალის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ფილოსოფიაში. 1972 წლიდან კილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორია. ამ პერიოდში მისი აკადემიური ინტერესი იყო რელიგიის ფილოსოფია. 1985-დან 2002 წლამდე ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფიის პროფესორი იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში.
1993 წელს აირჩიეს ბრიტანეთის აკადემიის წევრად. ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში. 1968 წელს დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი სივრცე და დრო. 1971 წელს გამოვიდა სასწაულის ცნება. 1981-1997 წლებში დაიბეჭდა მისი ტრილოგია რწმენა და აზროვნება, ღმერთის არსებობა, თეიზმის კოჰერენტულობა. პასუხისმგებლობა და ცოდვების გამოსყიდვა (1989), გამოცხადება (1992), ქრისტიანული ღმერთი (1994), განგება და ბოროტების პრობლემა (1998), ეპისტემური გამართლება (2001), განკაცებული ღმერთის აღდგომა (2003), გონება, ტვინი და თავისუფალი ნება (2013). 2023 წლის ბოლოს გამოვა მისი დებატები ჯეიმს სტერბასთან სათაურით დაუშვებდა კი კეთილი ღმერთი ამდენ ტანჯვას?
რიჩარდ სვინბერნი ავტორია პოპულარული წიგნებისა: არსებობს თუ არა ღმერთი? (1996), იყო თუ არ იესო ღმერთი? (2008). რიჩარდ სვინბერნს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს ლიუბლიანის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა (2015), ბუქარესტის დიმიტრი კანტემირის ქრისტიანულმა უნივერსიტეტმა (2016), ლიხტენშტაინის ფილოსოფიის საერთაშორისო აკადემიამ (2017).
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები