დიდი მიზნებისკენ მიმავალი გზა პატარა ნაბიჯებით იწყება — თათია სალუქვაძე, STEM სკოლის მოსწავლე
შრომისმოყვარე, მუდმივად ახალი აღმოჩენების ძიებაში მყოფი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი დღეს 200 მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ 63 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას ბანკი სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა შორისაა ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, თათია სალუქვაძე, რომელიც STEM სკოლაში მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორც გვიყვება, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მისთვის ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენდა. როგორც კი ამ პროექტის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით გაიგო, მაშინვე გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა, კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინა სკოლაში მიღებული ცოდნა და განევითარებინა პრაქტიკული უნარები.
"STEM სკოლაში სწავლის გადაწყვეტილება ძალიან მარტივად მივიღე - სულ მაინტერესებდა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ამასთან, ექსპერიმენტების ჩატარებაც მომწონდა და მომავლის პროფესიების მარტივად დაუფლებისთვის პროგრამული აზროვნების განვითარებაც მინდოდა. სწორედ ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება - საკუთარი ძალები STEM მიმართულებით მომესინჯა", — გვიყვება თათია.
ამბობს, რომ მათემატიკისა და ფიზიკის ამოცანებზე მუშაობა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით კი ამოცანების ამოხსნით მიღებული სიხარული, რაც ამ საგნებისადმი მის ინტერესს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.
თუმცა, როგორც განმარტავს "კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური ანალიზი, კვლევა — ეს ყველაფერი არაა, რასაც STEM სკოლა მოსწავლეებში აყალიბებს, ის ჩემში იწვევს ცნობისმოყვარეობას და ღრმა ფიქრისკენ მიბიძგებს. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს მუდმივად საინტერესოს და მხიარულს ხდის".
თათია გვიყვება, რომ გაკვეთილებზე მოსწავლეები თეორიული ცოდნის პარალელურად, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ და ყველა აბსტრაქტულ ინფორმაციას, თეორიებსა თუ ქიმიური რეაქციის ფორმულებს თვალნათლივ, სიმულაციების მეშვეობით ხედავენ.
"STEM სკოლა ზრუნავს, რომ ჩვენ მივიღოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ვისწავლოთ მისი პრაქტიკული გამოყენებაც. ეს სასწავლო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის და ვფიქრობ, ძალიან მეხმარება წარმოსახვის უნარის განვითარებაში", — აღნიშნავს თათია.
გვიყვება, რომ STEM სკოლაში სწავლა მისთვის ძალიან საინტერესო და სასიხარულო გამოცდილებაა, "სირთულეების მომლოდინე, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. იმდენად მომწონს, ვცდილობ დავალება მაშინვე შევასრულო და კვირის გასვლას არ დაველოდო".
"STEM სკოლაში ჩარიცხვა, საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა და საუკეთესო ქულების მქონე ათეულში მოხვედრა იყო ემოციების ზღვა: სიხარული, საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობის შეგრძნება და საინტერესო სიახლეების მოლოდინი... მართალია, ჯერ მომავლის პროფესია არჩეული არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ აუცილებლად ტექნიკურ სფეროსთან ექნება კავშირი, შესაბამისად STEM სკოლაში მიღებული ცოდნა იმ ბაზისად იქცევა, რომელიც დამეხმარება მომავალი მიზნების განხორციელებაში", — ამბობს თათია.
საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მთელი საქართველოს მასშტაბით თათიას და მისი თანატოლებისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობის შესაქმნელად არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები