ვოლვო ქარ საქართველო ქოლგა თბილისი ფოტოს პარტნიორია
500-ამდე ფოტოგრაფის ნამუშევარს შორის Volvo-ს ვინტაჟურმა ავტომობილმა საგამოფენო დარბაზში დეკორატიული ხელოვნების შტრიხები შეიტანა და მას შვედური ელფერი შესძინა. წელს პირველად ვოლვო ქარ საქართველო საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორია.
თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ ფესტივალზე კომპანიამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოდელი Volvo P1800 წარმოადგინა. ამ კონტრასტული ტანდემით გაიხსნა ქოლგა თბილისი ფოტო, რომელსაც წელს უკვე 21 წელი შეუსრულდა.
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ კავკასიის მარკეტინგის მენეჯერი: "ქოლგა თბილისი ფოტოსთან თანამშრომლობის პირველი წელია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პარტნიორობა შედგა. საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ფოტოხელოვანების საყვარელი ფესტივალია, და ვოლვო ქარ საქართველოს ბევრი საერთო აქვთ: თანამედროვეობის, კლასიკურისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც ამ ყველაფრის ფოტოკადრში მოქცევა შეუძლიათ. ფოტოგრაფია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მიმართულებების ჩამონათვალში აქამდე არ ყოფილა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ამ დარგსაც გვერდით დავუდექით".
ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ზე ვოლვო ქარ საქართველომ თავისი რჩეულიც გამოავლინა. შვედური ბრენდის წარმომადგენელმა სპეციალური პრიზი ფოტოგრაფ დათო ქორიძეს გადასცა ნამუშევრისათვის სახელწოდებით "სად ხარ".
ქოლგა თბილისი ფოტო, რომელშიც წელს ხელოვანები 45 ქვეყნიდან ჩაერთნენ, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ექსპოზიციებით გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში დაასახელა.
ფოტოკონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებას. დააახლოოს ადგილობრივი და უცხო ქვეყნების არტისტები. გამოცდილების გასაზიარებლად კი ქოლგა თბილისი ფოტო ერთგვარ პლატფორმად იქცა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ამ საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბესო ხაინდრავა, ქოლგა თბილისი ფოტოს დამფუძნებელი: "ჩვენი ფესტივალისათვის სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც ვოლვოა. ქოლგა თბილისი ფოტო არაკომერციული ღონისძიებაა, კერძო სექტორის ჩართულობა კი უფრო დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, სულ უფრო მეტ ხელოვანს მივცეთ შანსი, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს როგორც კოლეგებს, ისე ფართო საზოგადოებას, დამთვალიერებელს".
ქოლგა თბილისი ფოტო 4 მაისს გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს მოიცავს. საერთო ჯამში, 440 ხელოვანის მიერ 726 ფოტოპროექტია წარდგენილი.
ფესტივალი 13 მაისს დავით სულაქველიძის გამოფენით — როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები — დაიხურება.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები