თურქეთის არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე საკამათო გახდა — რა ხდება
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
- ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშე დგას: პრეზიდენტობის ორი ძირითადი კანდიდატი განვითარების მკვეთრად განსხვავებულ გზებზე საუბრობს.
- მოსალოდნელია, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის როლს ნატოს ალიანსში, მის ურთიერთობას აშშ-თან, ევროკავშირთან და რუსეთთან, მიგრაციის პოლიტიკას, ანკარას როლს უკრაინის ომში და სხვა მნიშვნელოვან უსაფრთხოების ასპექტებს.
ძირითადი კანდიდატები: მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური სპექტრის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა, მეტსახელად "თურქი განდი".
- ის მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) ხელმძღვანელობს და წინასწარი გამოკითხვებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შედარებით მცირე უპირატესობა ჰქონდა.
-
მას სურს თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნოს და აშშ-თან სამხედრო კავშირები აღადგინოს.
-
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს თავდაცვითი ალიანსის ნაწილია, ერდოღანის დროს ქვეყანას მჭიდრო კავშირები აქვს ჩინეთთან და რუსეთთან.
- ქილიჩდაროღლუ კი ირწმუნება, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში საპარლამენტო მმართველობა იქნება, სადაც პარლამენტი და პრემიერმინისტრი უფლება-მოვალეობებს გაინაწილებენ.
- 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ერდოღანი თურქეთს ექვსი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და მრავალმხრივ განვითარებას ჰპირდება.
წინასწარი შედეგები: დღეს არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანდა, რომ საარჩევნო უბნებთან რიგებში ასეულობით ადამიანი იდგა.
- უბნები თურქეთის დროით 5 საათზე დაიხურა, წინასწარი შედეგების გამოქვეყნება კი რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს.
- როგორც Aljazeera წერს, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მონაცემების მიხედვით, რომლის ვებგვერდი ამ დროისთვის მიუწვდომელია, დათვლილია ხმების 51,03% და ერდოღანი 52%-ით ლიდერობს, ქილიჩდაროღლუს კი 42,1% აქვს.
- ერდოღანის მხარდამჭერებმა ამ მონაცემების საფუძველზე უკვე აღნიშვნა დაიწყეს, თუმცა თურქეთის დედაქალაქის მერმა, მანსურ იავასმა თქვა, რომ ანადოლუს "არ აქვს სანდოობა" და რეალურად ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
- თავად ქილიჩდაროღლუმ ტვიტერზე დაწერა — "ჩვენ წინ ვართ" — რაც პარტიამაც გადააზიარა.
- როგორც BBC წერს, კერძო საინფორმაციო სააგენტოს ანქას მონაცემებით, ხმათა 31,3% არის დათვლილი და ქილიჩდაროღლუ 47,4%-ით ლიდერობს, ერდოღანს კი 46,8% აქვს.
- HaberTurk-ის მონაცემებით კი, დათვლილია ხმების 88,32% და ერდოღანს 51,96% აქვს, ქილიჩდაროღლუს — 42,19%.
- ოფიციალური შედეგი სამ დღეში გასაჯაროვდება.
- თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 50%-ზე მეტს, მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
კომენტარები