სახელმწიფო სააგენტოს ცნობითაც კი, თურქეთში მეორე ტურია მოსალოდნელი — რა ვიცით ამ დროისთვის
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
- ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშე დგას: პრეზიდენტობის ორი ძირითადი კანდიდატი განვითარების მკვეთრად განსხვავებულ გზებზე საუბრობს.
- მოსალოდნელია, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის როლს ნატოს ალიანსში, მის ურთიერთობას აშშ-თან, ევროკავშირთან და რუსეთთან, მიგრაციის პოლიტიკას, ანკარას როლს უკრაინის ომში და სხვა მნიშვნელოვან უსაფრთხოების ასპექტებს.
ძირითადი კანდიდატები: მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური სპექტრის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა, მეტსახელად "თურქი განდი".
- ის მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) ხელმძღვანელობს და წინასწარი გამოკითხვებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შედარებით მცირე უპირატესობა ჰქონდა.
-
მას სურს თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დაუბრუნოს და აშშ-თან სამხედრო კავშირები აღადგინოს.
-
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს თავდაცვითი ალიანსის ნაწილია, ერდოღანის დროს ქვეყანას მჭიდრო კავშირები აქვს ჩინეთთან და რუსეთთან.
- ქილიჩდაროღლუ კი ირწმუნება, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში საპარლამენტო მმართველობა იქნება, სადაც პარლამენტი და პრემიერმინისტრი უფლება-მოვალეობებს გაინაწილებენ.
- 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ერდოღანი თურქეთს ექვსი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და მრავალმხრივ განვითარებას ჰპირდება.
წინასწარი შედეგები: დღეს არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამ კი დიდი გაურკვევლობა გამოიწვია.
- კანონის მიხედვით, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ხმების 50%-ზე მეტს, მეორე ტური გაიმართება.
- თავდაპირველად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს მონაცემების მიხედვით, ერდოღანი ლიდერობდა.
- ამ მონაცემების საფუძველზე მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა აღნიშვნა დაიწყეს, თუმცა თურქეთის დედაქალაქის და სტამბულის მერებმა განაცხადეს, რომ ანადოლუს "არ აქვს სანდოობა" და რეალურად ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობდა.
- თავად ქილიჩდაროღლუმ კი ტვიტერზე დაწერა — "ჩვენ წინ ვართ" — ერდოღანმა ეს უპასუხოდ არ დატოვა და შედეგების ნაჩქარევად გამოცხადების მცდელობა "ეროვნული ნების უზურპაციად" შეაფასა.
- კერძო საინფორმაციო სააგენტოს ანქას მონაცემებით, როცა ხმათა 31,3% იყო დათვლილი ქილიჩდაროღლუ 47,4%-ით ლიდერობდა და მეორე ტური იყო მოსალოდნელი.
ბოლო სიახლეები: რამდენიმე წუთის წინ ერდოღანის მაჩვენებლები 50%-ს ჩამოცდა, როგორც ანადოლუ წერდა, ამ დროისთვის ხმების 89,2% იყო დათვლილი.
- გამოცემის ამჟამინდელი მონაცემებით კი, დათვლილია ხმების 93,67% და შედეგები ასე გადანაწილდა: ერდოღანი — 49,63%, ქილიჩდაროღლუ — 44,63%.
- ოპოზიციის კანდიდატი უკვე გამოეხმაურა მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგის დაწევას და განაცხადა, რომ კენჭისყრის დამკვირვებლებმა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენლებმა არ უნდა დატოვონ ადგილები, სანამ ხმის დათვლა არ დასრულდება: "ამაღამ არ დავიძინებთ, ჩემო ხალხო".
- როგორც BBC წერს, შესაძლოა, სტამბულის, ანკარისა და იზმირის ხმებმა არჩევნების შედეგი შეცვალოს — იზმირსა და სტამბულში ჯერჯერობით ქილიჩდაროღლუ უსწრებს, ხოლო ანკარაში ერდოღანი ლიდერობს.
- ოფიციალური შედეგი სამ დღეში გახდება ცნობილი.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები