ქართული კუთხეების ფესტივალი — წისქვილი ჯგუფის კიდევ ერთი ახალი წამოწყება
ქართული კუთხეების ფესტივალი წისქვილი ჯგუფის მორიგი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ქვეყნის კუთხეების კულტურის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და გასტრონომიის პოპულარიზაციას ისახავს.
20 მაისიდან ივლისის ბოლომდე, ყოველ მეორე შაბათ-კვირას წისქვილის ეზოში საქართველოს სხვადასხვა კუთხე — სვანეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა, რაჭა, იმერეთი და კახეთი — საკუთარ კულტურასა და გასტრონომიას წარადგენს.
წისქვილი ჯგუფი 20 წელია სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული. ამჯერად კი, ქართული კუთხეების ფესტივალის ტრადიციად ქცევა დაისახეს მიზნად.
"ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი და მათი ავთენტური გემოებითა და ცეკვა-სიმღერით ისიამოვნონ. ამ დღეებში ისინი დააგემოვნებენ საქართველოს კუთხეების გამორჩეულ კერძებს, თავად ისწავლიან მათ მომზადებას და იხილავენ რეგიონების საუკეთესო წარმომადგენლებს, მათ შორის, ასწლოვან ანსამბლ რიჰოს სვანეთიდან, ელესას მაღალმთიანი ქედიდან, რაჭველებს, მეგრელებს, კახელებს, გურულებს და ა.შ.", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
კონკრეტული კუთხისადმი მიძღვნილ დღეებში, მენიუს ტრადიციული კერძები და დღის ღვინო დაემატება. ეზოში სპეციალურად მოეწყობა ჯიხურები, საიდანაც სხვადასხვა ხემსის თუ სასმლის შეძენა და იქვე დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. სურვილის შემთხვევაში, რესტორნის ტერიტორიაზე არსებული სივრცეების დაჯავშნას სტუმრები წინასწარ შეძლებენ.
ამასთან ერთად, წისქვილის სივრცეში გამოყოფილი იქნება საბავშვო ზონა, სადაც ბავშვები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დაკავდებიან.
ფესტივალზე თავიანთ პროდუქციას ქართული კომპანიები წარადგენენ, მათ შორის, ბადაგი, მეღვინეობა ენკენი, ქეთო’ს, ღვინის ბრენდი ფესვები და შუმი.
"ძალიან გვიხარია, რომ ვუერთდებით ქართული კუთხეების ფესტივალს. ფესვები სტუმრებს შესთავაზებს ღვინის უნიკალურ არჩევანს. ჩვენი სომელიეები სტუმრობენ საქართველოს ყველა რეგიონის მცირე მევენახეს, ქარხნებსა და მონასტრებს, რათა შეარჩიონ განსაკუთრებული და გამორჩეული არომატის და გემოვნური თვისებების მქონე სასმელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინო, რომელსაც ფესვების ბრენდით ვაწარმოებთ, მზადდება იმ რეგიონში, რომლისთვისაც ეს სახეობა მშობლიურია", — ამბობს კანტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, მაცაცო გორდეზიანი.
ქართული ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი სტარტაპის, ქეთო’ს დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ ფესტივალი მისი ბრენდის წარდგენისა და სტუმრებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობაა.
"ქართული კუთხეების ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ზოგადად ჩვენნაირი სტარტაპებისთვის. ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და მის პოპულარიზაციაში. დიდი მადლობა წისქვილი ჯგუფს, რომ მომცა საშუალება მიმეღო მონაწილეობა ამ საოცარ ფესტივალში", — ამბობს ქეთო’ს დამფუძნებელი, ქეთი მელაძე.
ფესტივალს მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მუნიციპალიტეტებიც. მასში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის, ონის, ყვარლის, თელავის, ქედის, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.
"ქართული კუთხეების ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად, გაზაფხული-ზაფხულის სეზონს მას დავუთმობთ. დარწმუნებული ვართ, დაინტერესება და ჩართულობა პირველივე წელს ძალიან დიდი იქნება. მომდევნო წელს კი, გვჯერა, ამ დღეებზე დასასწრებად სპეციალურად ესტუმრებიან საქართველოს ტურისტები", — ამბობს წისქვილი ჯგუფის გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ წისქვილის ფეისბუქ გვერდსა და ფესტივალის ღონისძიებას.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები