5 აპლიკაცია, რომელიც ბიუჯეტის კონტროლში დაგეხმარება
ყველა ვთანხმდებით, რომ ფინანსების გონივრულად განკარგვა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ამის მიუხედავად, ხშირად ვერც კი ვხვდებით, თუ სად მიდის ჩვენი ფული. ამის მიზეზი არაერთი გარე ფაქტორი შეიძლება იყოს, მაგრამ ბევრი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული.
პირველი ნაბიჯი, რომელიც ფინანსების სწორად განაწილებისთვის უნდა გადადგა, მარტივი ბიუჯეტის შედგენაა. ეს გარკვეული პერიოდისთვის სავარაუდო შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზში დაგეხმარება.
იმისათვის, რომ ფინანსების კონტროლი შედარებით მარტივი და საინტერესო გახადო, შეგიძლია საბიუჯეტო აპლიკაციები გამოიყენო. როგორც წესი, ამგვარი მოწყობილობების მუშაობის პრინციპი ერთმანეთს ჰგავს და სირთულეებს არ უკავშირდება.
თუ შენი ფინანსების მოწესრიგებას გადაწყვეტ, ეს 5 აპლიკაცია ბიუჯეტის კონტროლში ძალიან დაგეხმარება:
1. You Need a Budget (YNAB)
საბიუჯეტო აპლიკაციებს შორის ეს სერვისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ამ კომპანიაში ამბობენ, რომ მათი ახალი მომხმარებლები პირველ ორ თვეში საშუალოდ 600 დოლარს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში, საშუალოდ, 6 000 დოლარს ზოგავენ. სავარაუდოდ, რეპუტაციისა და შედეგების გათვალისწინებით ეს აპლიკაცია ფასიანია, თუმცა კომპანია ახალ მომხმარებლებს 34-დღიან საცდელ ვერსიასაც სთავაზობს.
2. Mint
ეს აპლიკაცია ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია, რომელსაც 25 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მისი საშუალებით შეგიძლია დაგეგმო ბიუჯეტი, დააყენო შეხსენებები გადასახადებზე და თვალი ადევნო კომპანიების აქციების ფასებს. რაც მთავარია, მისი გამოყენება სრულიად უფასოდ შეგიძლია.
3. Simplifi by Quicken
ეს აპლიკაცია ხარჯვის პერსონალურ გეგმას გთავაზობს, რომლის განახლებაც რეალურ დროშია შესაძლებელი. შესაბამისად, მუდმივად გეცოდინება, თუ რამდენი დაგრჩა თვის ბოლომდე დასახარჯი. აპი სინქრონიზებულია საბანკო ანგარიშებთან და მუდმივად აკონტროლებს შენს ყოველთვიურ ფიქსირებულ და სხვა სახის ხარჯებს. უნდა გაითვალისწინო, რომ აპლიკაციის გამოყენებისთვის წლიურად 47,99 დოლარის გადახდა მოგიწევს.
4. Zeta
ეს აპლიკაცია განსაკუთრებულია იმით, რომ ის წყვილებისთვის არის შექმნილი. დაგვეთანხმები, საერთო ბიუჯეტის შექმნა მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ, Zeta დაგეხმარება გააერთიანო შენი ფინანსები და მარტივად აკონტროლო ყველა სახის ხარჯი თუ შემოსავალი. გარდა ამისა, აპლიკაცია არაერთ უნიკალურ სერვისს გთავაზობს. აღსანიშნავია, რომ Zeta-ს გამოყენება უფასოდ არის შესაძლებელი.
5. საქართველოს ბანკის მობილ ბანკი
უნდა ითქვას, რომ საბიუჯეტო აპლიკაციების თითქმის ყველა ფუნქციას საქართველოს ბანკის მობილბანკიც ითავსებს. აქ შესაძლებელია, როგორც სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება, ისე ფინანსების მართვა და ბიუჯეტის შედგენა. ამასთან, საქართველოს ბანკის მობილბანკი აქციებით ვაჭრობის საშუალებასაც იძლევა. ამ აპლიკაციაში შეგიძლია იყიდო და გაყიდო აშშ-ის უმსხვილესი კომპანიების ფასიანი ქაღალდები და ამის საშუალებით, შენი ფინანსები ღირებულ აქტივებში დააბანდო.
გახსოვდეს, აპლიკაციები და სხვა ხელსაწყოები მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსები სწორად გაანაწილო. საბოლოოდ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად გამოიყენებ მათ.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
კომენტარები