უმრავლესობა ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები წარმოადგინოს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების ინიციატივით, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის დაკომპლექტების წესი იცვლება.
- მმართველ პარტიას სურს, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭოს, ასევე, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.
- კანონპროექტის ინიციატორები მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.
- ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, წარდგენილ კანდიდატებს თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, მაშინ, როცა დღეს ამისთვის დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.
- ასევე, ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.
- დღეს საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტები კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დეტალები: მამუკა მდინარაძის თქმით, მათ ოპოზიციასთან შეთავაზება აქვთ — ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს სთავაზობენ, წარმოადგინონ მცირე, მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში.
- მისივე თქმით, წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს.
- "რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი", — თქვა მდინარაძემ.
- ამბობს, რომ თუ დადებითი შედეგი იქნება, მაშინ ისინი კიდევ დაჩქარებული წესით იზრუნებენ, რომ კენჭისყრა მოხდეს.
- "უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ხვალ ველოდებით მათი მხრიდან კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებულ პოზიციას, მოკლე დასაბუთებას, რატომ არის მათთვის მისაღები, რატომ დაუჭერენ კონკრეტულ ადამიანებს მხარს", — თქვა მან.
- განმარტა, რომ შედეგების შესახებ, არის თუ არა თანხვედრა, კონსენსუსის, შანსი — ამასთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები