3 ჟურნალისტის საქმეზე კვალიფიკაციის შესაცვლელად მედიაომბუდსმენმა პროკურატურას ისევ მიმართა — რა ხდება
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 მარტს, როცა პარლამენტის შენობაში და მიმდებარედ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი საკანონმდებლო ორგანოს ეზოდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გააძევეს.
- სამივე მათგანზე დაშვებული იყო პარლამენტში საქმიანობის საშვი, შესაბამისად, ჟურნალისტებს პროფესიული მოვლენების კანონიერად შესრულებაში ხელი შეუშალეს.
- პარლამენტის ტერიტორიიდან გაძევებამდე, On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე დაცვის თანამშრომელს უხსნიდა, რომ საშვი აქვს და ტერიტორიაზე კანონიერად იმყოფებოდა.
- მიუხედავად ამისა, მას საუბარი გააწყვეტინეს და 2-მა პირმა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
- ასეთივე მეთოდით გააძევეს იქვე მყოფი ნეტგაზეთის ჟურნალისტი, მიხეილ გვაძაბია და ფორმულას ფოტოგრაფი, ვახო ქარელი, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდათ.
დეტალები: 2023 წლის მარტის მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და ოპერატორის ინტერესებს მედიაომბუდსმენი იცავს.
- 2 და 7-8-9 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ'' ქვეპუნქტით დაიწყო.
- ჟურნალისტები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოჰკითხეს.
- მოგვიანებით, საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა.
- მედიაომბუდსმენისთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით: "გამოძიება გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე".
მედიაომბუდსმენი ითხოვდა, რომ ჟურნალისტების პარლამენტიდან გაძევების საქმეზეც დაზუსტებულიყო კვალიფიკაცია, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.
- შესაბამისად, პროკურატურას განმეორებით გაუგზავნა მოთხოვნა საქმეზე სისხლის სამართლის 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.
- მედიაომბუდსმენი ასევე ითხოვს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში გატარებული ზომებისა და რეაგირების შესახებ, რადგან ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტებმა ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართეს.
- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქარელი, გეგიძე და გვაძაბია არ წარმოადგენენ შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, მოკლებული არიან შესაძლებლობას, დააკმაყოფილონ მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თაობაზე.
-
გადახედვასენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის სენატორი რიში რუსული კანონის მიღებაზე: ეს არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
-
გადახედვა84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით 84 დეპუტატის სია, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, მესამე მოსმენით
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შსს განცხადებას ავრცელებს: ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
-
გადახედვა"კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება "კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებული განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას — განცხადება
-
გადახედვა"დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება "დღეს მე-3 მოსმენით მიღებული რუსული კანონი ევროინტეგრაციის გზაზე კედლად იქცა" — ეროვნული პლატფორმის განცხადება
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვალევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
კომენტარები