NGO-ები ამბობენ, რომ ევროკომისიის 12 პირობიდან მხოლოდ ერთია შესრულებული
ამის შესახებ 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ღია საზოგადოების ფონდის გამოცემით, მოამზადა შეფასების დოკუმენტი — სტატუსმეტრი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკომისიამ საქართველოს 12 რეკომენდაცია წარუდგინა, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.
- ამ პირობებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება და სხვა.
- იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს, საქართველოს გარკვეული დრო მისცეს, რის შემდეგაც გადაწყდება — ვიმსახურებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს.
დეტალები: 12 პრიორიტეტის შესრულების მონიტორინგის დოკუმენტი მოიცავს 4 ძრითად სექციას, მათ შორის, ევროკავშირის მოთხოვნებს.
- ასევე, მოლოდინებს, სად ვართ ახლა და გამოწვევებს, სადაც თითოეული საკითხის ირგვლივ დარჩენილი გამოწვევების ჩამონათვალია და ეყრდნობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებებს, განცხადებებსა და ანგარიშს;
- საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და შეფასებებს;
- პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეფასებებსა და განცხადებებს.
- ხოლო პრიორიტეტების შესრულება შეფასებულია ოთხი სხვადასხვა ვერდიქტით.
- შესრულდა — პრიორიტეტი სრულად შესრულებულია;
- მეტწილად შესრულდა — პრიორიტეტის დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა ცალკეული საკითხები კვლავ დარჩენილია;
- ნაწილობრივ შესრულდა — პრიორიტეტთან დაკავშირებული საკითხების ნაწილი შესრულდა, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ შესასრულებელია;
- შესასრულებელია — პრიორიტეტი კვლავ შესასრულებელია, ან პრიორიტეტის ირგვლივ არსებული სიტუაცია გაუარესდა, ან პრიორიტეტის შესასრულებლად საჭირო მრავალ საკითხს შორის, მხოლოდ მცირე და შედარებით უმნიშვნელო ნაწილია შესრულებული, რაც საერთო ფონს ვერ ცვლის.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამ დროისთვის სრულად შესრულებული მხოლოდ ერთი — ქართული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს(ECHR-ის) გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება.
- ხოლო მეტწილად შესრულდა ექვსი, მათ შორის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
- არ შესრულებულა დეპოლარიზაციის პუნქტი, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოსა, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის რეკომენდაცია.
- ნაწილობრივ შესრულდა ოთხი პუნქტი — საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფები, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი.
-
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვაცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას ცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვაFreedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა Freedom House "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
კომენტარები