ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად დაინტერესებულ პირებს ღია ფინანსების ახალი სერვისების ტესტირებისთვის იწვევს
ღია ბანკინგის განვითარების და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად ტექნიკურ სენდბოქსს აცხადებს.
ტექნიკური სენდბოქსი — რეალურ სატესტო გარემოში, ინოვაციური ფინანსური პროდუქტების შექმნისთვის საჭირო აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API) გამოყენებით სერვისების ტესტირების შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული სენდბოქსი საერთაშორისო კომპანია TESOBE-ს ღია ბანკინგის პლატფორმაზე გაეშვება, რომელიც უზრუნველყოფს 400 საბანკო API-ის კატალოგთან და ლოკალიზებულ სატესტო მონაცემებთან წვდომას და 11000-ზე მეტ ფინტექ დეველოპერთან კომუნიკაციის შესაძლებლობას.
ტექნიკური სენდბოქსის ფარგლებში, ეროვნული ბანკი და IFC მონაწილეებს საშუალებას მისცემს სატესტო გარემოში გაიარონ ღია ბანკინგის ორი წინასწარ შერჩეული API-ის შესაძლებლობები და მათი გამოყენებით სცადონ ინოვაციური და მომხმარებლებისთვის საინტერესო ფინანსური პროდუქტების შექმნა.
პროექტის სავარაუდო ხანგრძლივობაა 22 კვირა. ტექნიკური სენდბოქსისთვის შერჩეული API-ების შესახებ გადაწყვეტილებას, ეროვნული ბანკი IFC-სთან ერთად, პროექტის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მონაწილეობის დაწყებასთან დაკავშირებით შესაძლებლობა ექნება მიმართოს ღია ბანკინგის ჯგუფს — [email protected] ან ინოვაციების ოფისს — [email protected]. განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
შერჩეული API-ების გამოყენებით, ღია ბანკინგის სერვისების ტესტირებისთვის პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 6-კვირიანი ვადა, რომელიც დაიწყება მოსამზადებელი ეტაპების დასრულების შემდეგ. ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ახალი სერვისები შეფასდება როგორც საბოლოო მომხმარებლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, ის დაემატება საქართველოს ღია ბანკინგის სტანდარტს და ღია ბანკინგში ჩართული მხარეებისთვის უკვე რეალურ გარემოშიც გახდება ხელმისაწვდომი.
დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ სატესტო API-ების შერჩევის პროცესში მათთვის საინტერესო ინტერფეისების შესახებ ელ.ფოსტის გაგზავნით [email protected]-ზე. ამასთან, პროექტთან დაკავშირებით და გასატესტი API-ების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 25 მაისს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომელზე დასწრების მსურველებმაც შეტყობინება უნდა გააგზავნონ — [email protected]-ზე.
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
კომენტარები