ლიბერთის მხარდაჭერით, თბილისში SPORTFEST 2023 გაიმართება
ლიბერთის მხარდაჭერით SPORTFEST 2023 — პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში წელს 20-21 მაისს თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება.
ლიბერთი SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობას, გაატაროს შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდეს მრავალფეროვანი აქტივობებით ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად.
ფესტივალზე მისულ, სპორტით დაინტერესებულ სტუმრებს დახვდებათ პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილი იქნება სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები. სპორტული ფედერაციები, სკოლები, კლუბები, სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები გასართობი აქტივობით და სიურპრიზით ეცდებიან ნებისმიერი ასაკის და ინტერესის სტუმარი დააკავშირონ სპორტთან
ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს დაესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.
"ლიბერთისთვის სპორტფესტის მხარდაჭერა განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან გვჯერა რომ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც მოზარდებსა და ახალგაზრდებში, ასევე უფროსი ასაკის ადამიანებში. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს ფესტივალი იქნება ის პლატფორმა და შეხვედრის ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები, შეიძინოს ახალი მეგობრები და თანამოაზრეები. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის", — აღნიშნავს თამარ მეგრელიშვილი, ლიბერთის მარკეტინგის და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი
"ბავშვობიდან სხვადასხვა სპორტში ვიყავი ჩართული. პროფესიულად არცერთი სპორტით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სპორტის უამრავ სახეობასთან ვარ დაკავშირებული. სპორტის სიყვარულმა შთამაგონა შემექმნა ისეთი რამ, რაც ერთის მხრივ შეკრებდა სპორტულ ორგანიზაციებს და სხვადასხვა დისციპლინებს, ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა გამოცდილება და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათ ერთი რამ — სპორტის სიყვარული აერთიანებთ. მეორეს მხრივ კი მინდოდა ყველას ჰქონოდა საშუალება გასცნობოდა ამ სფეროს უფრო კარგად და ახლოს, თავი ამ ერთიანობის ნაწილად ეგრძნო. შარშან პირველად ჩავატარეთ სპორტფესტი და სპორტულ აქტივობებში ყველა სიხარულით ერთვებოდა დიდიც და პატარაც. წელს გვინდა ისევ გადავაჭარბოთ სტუმრების მოლოდინს და დაუვიწყარი თავგადასავალი შევქმნათ", — ამბობს რეზი პეტრიაშვილი, სპორტფესტის ორგანიზატორი.
20 და 21 მაისს აქტივობები დაიწყება 12:00 საათზე და 21:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
კომენტარები