23 მაისიდან "იგის" ილუსტრაციების გამოფენა იხსნება — ინტერვიუ მხატვარ კოტე სულაბერიძესთან
კოტე სულაბერიძე ქართული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 90-იანი წლებში გამოჩნდა. მხატვრის შემოქმედება ძირითადად კონცეპტუალურ ფერწერას წარმოადგენს, ასევე შექმნილი აქვს ვიდეოარტი — ომობანა, რომელმაც საერთაშორისო დაინტერესება დაიმსახურა (In Out, Prague Czechia; Centro per L’arte contemporanea Luigi Pecci, Prato, Italy; ედინბურგის ფესტივალი და სხვ).
მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტექსტთან მუშაობა. ჯერ კიდევ სადიპლომო ნამუშევარში, რთული ნატურმორტი (1995. DevonShirehouse, London UK.), მან სინთეზურად გამოიყენა ტექსტური დანართი ფერწერულ ნამუშევარში. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მხატვარს მჭიდრო კავშირი აქვს წიგნთან. მას 100-ზე მეტ წიგნზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის ვანო და ნიკოს ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისათვის (Voetnoot. 2003), კენ კიზის გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდას ქართული გამოცემისთვის (დიოგენე 2012), უმბერტო ეკოს ვარდის სახელზე (დიოგენე 2011) და სხვა.
კოტე სულაბერიძე საერთაშორისო პროექტებშიც იღებს მონაწილეობას. მათ შორის, აღსანიშნავია: Time of Storytellers (თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი KIASMA, ჰელსინკი, ფინეთი, 2007); ჩვენი კავკასიონი (Vienafair, ვენა, ავსტრია, 2014); At The Crossroads (Sotheby’s Auction House, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და მრავალი სხვა.
ამ ინტერვიუში კი კოტე სულაბერიძე ჯემალ ქარჩხაძის იგისთვის (ქარჩხაძის გამომცემლობა) მის მიერ შექმნილი ცნობილი ილუსტრაციებისა და მომავალი გამოფენა-გაყიდვის შესახებ საუბრობს.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გკითხოთ, როდის გაჩნდა იგის ილუსტრაციებზე მუშაობის იდეა?
როგორც მახსოვს, ეს იყო 2002 წელს. გია ქარჩხაძისაგან მივიღე შემოთავაზება გამეკეთებინა ამ არაჩვეულებრივი ნაწარმოების ილუსტრაციები. იმ დროისათვის, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებებს პრაქტიკულად არ ვიცნობდი. მხოლოდ ერთხელ მქონდა ბედნიერება, (ასევე გიას შემოთავაზების შედეგად) ბატონი ჯემალის ერთ, უაღრესად თბილ და ემოციურ მოთხრობას შევხვედროდი. ჯადოსნურ სიზმრად მახსოვს მუშაობა წიგნზე — მაგნოლიის ყვავილი, ანუ ბებია ანას გარდაცვალება. იგი სრულიად სხვა, ახალი აღმოჩენა გახდა ჩემთვის.
ილუსტრაციებზე მუშაობისას, რა იყო თქვენი შთაგონების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ ნაწარმოები. მახსოვს, დიდ ხანს ვეძებდი ვიზუალურ ენას, რომ შესატყვისი და ადეკვატური ყოფილიყო ტექსტისა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ვიზუალურ ნაწილს ტექსტისათვის პაექრობა არ გაეწია. საბოლოო ჯამში, ისევ სიტყვამ განსაზღვრა ყოველივე. ეს სიტყვა იყო — "პ რ ე ი ს ტ ო რ ი უ ლ ი". ჰოდა, მივხვდი, რომ ტექსტის საკაზმის ენაც უნდა იყოს "პრეისტორიული".
იგის ილუსტრაციები დღეს თითქმის ყველგანაა, ჩანთებზე, ჭიქებსა თუ მაისურებზე, სახლში კედლებსა თუ პოსტერებზე. ელოდით, რომ ხალხი ასე ძალიან შეიყვარებდა ილუსტრაციებს?
არა, რა თქმა უნდა, ამაზე არ მიფიქრია არასოდეს. მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, რომ ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ ადამიანები სიტყვებთან ერთად "კითხულობენ" შენ მიერ დახატულს.
როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც, საზოგადოებისთვის ასე ძვირფასია „იგის“ ილუსტრაციები?
არ ვიცი. რაც ვიცი ისაა, რომ გულით ვაკეთებდი. თუ ვინმეს ეს ეხება, ჩემთვის ესაა ძვირფასი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სერიგრაფიის ტექნიკით შესრულებული ორიგინალები, რომ განგვიმარტოთ, რას მოიცავს ეს ტექნიკა?
ჩვენს ქვეყანაში გრაფიკული ნამუშევრების ტექნოლოგიები, სამწუხაროდ, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის, რის გამოც, დაუმსახურებლად, ნაკლებად არის დაფასებული. არადა წარმოუდგენელია მსოფლიო ხელოვნების ისტორია რემბრანდტის ოფორტების, გოიას აკვატინტას, დიურერის და ჰოკუსაის გრავიურების, ლოტრეკის ლითოგრაფიის, დაბოლოს ენდი უორჰოლის Silkprint-ის გარეშე. ამ შემთხვევაში, სწორედ Silkprint, ანუ სერიგრაფიის ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. ეს ტექნოლოგია ჩინეთში წარმოიშვა დაახლოებით 2000 წლის წინ.
ქართულად ინტერნეტ წყაროებში ასეთი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი: "პრინტი ითვლება ხელოვნების ნიმუშად და ორიგინალად, თუ მის მზადებაში აუცილებლად მონაწილეობს არტისტი, რომელიც ქმნის მისი უნიკალური ნამუშევრის ასლს შეზღუდული რაოდენობით; როგორც წესი, რაოდენობა 12-ს არ აღემატება, თითოეული ასლი კი დანომრილი და ხელმოწერილია".
23 მაისიდან Dédicace Gallery — დედიკას გალერეაში იგის სერიგრაფიის ტექნიკით შესრულებული ილუსტრაციები გამოიფინება, რას ეტყოდით მკითხველებსა თუ გამოფენით დაინტერესებულებს?
გეპატიჟებით, მობრძანდით, იმედი მაქვს, ისიამოვნებთ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში 27 მაისს Dédicace Gallery — დედიკას გალერეაში თქვენთან შეხვედრაცაა დაგეგმილი, რაზე ისაუბრებთ?
წინასწარ ხომ ვერ მოგიყვებით? წარმოდგენა არ მაქვს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები