კალაძე მოქალაქეებს "ოჯახის სიწმინდის დღეს" ულოცავს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს კი არ ახსენებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრასნფობიასთან ბრძოლის (IDAHOBIT) საერთაშორისო დღეა.
- ამ დღეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადმიანები ეკონომიკური და სოციალური თანასწორობისთვის საბრძოლველად გამოდიან, თუმცა, საქართველოში 17 მაისს თემის წარმომადგენლები სიძულვილს, აგრესიასა და ძალადობას აწყდებიან.
- 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, როცა სასულიერო პირებმა და მრევლმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაარბიეს, ყოველ წელს, ამ დღეს საპატრიარქო აქცია-მსვლელობებს ატარებს და მას "ოჯახის სიწმინდის დღეს" უწოდებს.
- ჰომოფობები ამტკიცებენ, რომ ლგბტქ ადამიანებს საქართველოში არავინ ჩაგრავს, თუმცა ეს მართალი არ არის — ძალადობის არაერთი ფაქტი ვიცით და კიდევ ბევრი უცნობია.
- ქვეყანაში ადამიანებს ჩაგრავენ მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო, უზღუდავენ წვდომას კერძო საკუთრებაზე, ძალადობენ ფიზიკურად და კლავენ.
- 5 ივლისს ლგბტ თემს ღირსების მარშის გამართვის საშუალება არ მიეცა, რადგან ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს და ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს — ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.
დეტალები: კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა სწორედ ე.წ ოჯახის სიწმინდის დღის მილოცვით დაიწყო, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეა.
- მისი მტკიცებით, ეს დღე არის "სიმბოლო ოჯახისა და ქვეყნის ერთიანობის".
- "ოჯახის მნიშვნელობაზე არ დავიწყებ ახლა ახსნა-განმარტებების გაკეთებას, სიღრმეებში შესვლას, ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მინდა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცე დღევანდელი დღე", — თქვა მან.
კალაძის ჰომოფობია: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მერი ლგბტ თემის წევრებზე ძალადობას უგულებელყოფს.
- მაგალითად 2021 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ლგბტ თემს ღირსების გამართვის საშუალება არ მისცეს და მოქალაქეებზე, მათ შორის, ჟურნალისტებზეც იძალადეს, კალაძე ამტკიცებდა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ქვეყანაში არავის დევნიან.
- მანამდე კი ამბობდა, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება "მიზანმიმართულად არ მიაჩნია".
კონტექსტი: ქართული ოცნების რიტორიკა და სიძულვილის ენა უკვე დიდი ხანია, რაც თემის მიმართ ძალადობას ახალისებს, თუმცა ეს რიტორიკა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაძლიერდა.
- მაგალითად, 5 მაისს უნგრეთში გამართული კონსერვატორთა კონფერენციაზე ტრიბუნა ღარიბაშვილმა სწორედ ჰომოფობიური გზავნილების გასავრცელებლად გამოიყენა.
- პრემიერმინისტრის ჰომოფობია მაშინვე შეაქეს მმართველ პარტიაში.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები