WISG აცხადებს, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის თავზეც პასუხისგებაში მიცემული არავინაა
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორისm ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს.
- ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.
- ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი აცხადებს, რომ 2013 წლის 17 მაისის აქტივისტებისა და ზოგადად ქვიარ თემის წევრების კოლექტიური ტრავმული მეხსიერება საზოგადოებრივად გაუზიარებელი და სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულია.
დეტალები: ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება მოჰყავს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზომების მიღება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ღონისძიების ჩატარებას, არასდროს ყოფილა რეალური პრიორიტეტი ხელისუფლების ეროვნული ორგანოებისთვის.
- მათი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად ადასტურებს იმ მოცემულობას, რომ ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე, ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული არავინაა.
- ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, 2013 წელს პროკურატურამ მხოლოდ 5 ადამიანს მიანიჭა.
- "დღეს, 17 მაისის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ 28 ადამიანი, რომელთაც WISG უკანასკნელი თვეების განმავლობაში გამოძიების წინაშე წარმოადგენდა, კვლავ ელოდება დაზარალებულის სტატუსს".
სტრასბურგმა 2021 წლის 16 დეკემბერს 2013 წლის 17 მაისის საქმის დაზარალებულებისთვის სახელმწიფოს 193 500 ევროს გადახდა დააკისრა.
- ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ დრომდე სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაწყებულა.
- ასევე, აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მტკიცებულებების მოპოვების, დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების მიმართულებით გამოძიების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
- რაც შეეხება ხელისუფლების რიტორიკას, WISG-ში ამბობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მასზე დაკვირვება უფრო ფართოთ აჩვენებს სურათს, რომ "ოცნების" რეალური პრიიორიტეტი ჰომო/ბი/ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედითი პოლიტიკის გატარება არ ყოფილა.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში მუშაობის პროცესიც სამოქალაქო ორგანიზაციების, მათ შორის, ლგბტქ სათემო ორგანიზაციების რეკომენდაციების უგულებელყოფით წარიმართა.
- "საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სტრატეგიის დოკუმენტში ლგბტქი ჯგუფი ნახსენებიც კი არ არის. აღნიშნულს ცხადია მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ლგბტქი ადამიანების წინაშე მდგარი უფლებრივი საჭიროებები უგულებელყო და სტრატეგიის არაინკლუზიური დოკუმენტი დაამტკიცა".
- "შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს და მათ მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან დისკრიმინაციის მსხვერპლად განიხილავს".
- განცხადებაში, ასევე, ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლება არა მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ ძირს უთხრის იმ პროგრესს, რასაც ქვიარ-ფემინისტური სათემო ორგანიზაციები პროგრესს, რასაც ინსტიტუციური ცვლილებების მიმართულებით მიაღწიეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გრძელდება, რაც პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.
- გამოძიება, ასევე, გრძელდება 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სამსახურებრვივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები