ლიბერთის მხარდაჭერით ქართული ბიზნესები თავის პროდუქციას ნიუ-იორკში წარადგენენ
ლიბერთი ბანკისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში (ა.შ.შ.) ლეგენდარულ Webster Hall-ში, Globalize კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მიზანია, ერთი მხრივ, გააერთიანოს ქართული დიასპორა, ინვესტორები, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეები, დისტრიბუტორები და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორე მხრივ, კი მათ წინაშე წარადგინოს როგორც ქართული ბიზნესი და ტექნოლოგიები, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობები ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე.
კონფერენციაზე წამყვან, ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი იდეები წარადგინონ პოტენციური ინვესტორების წინაშე. Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში, ამიტომ კონფერენციის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება 30-მდე ქართული ბიზნესის საექსპორტო პროდუქცია.
"მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ერთი მხრივ, მხარი დავუჭიროთ ქართულ ბიზნესებს გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი და წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე, მეორე მხრივ, კი, ახლოს მივიდეთ ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან — ქართველ ემიგრანტებთან, გავაცნოთ მათთვის სასარგებლო და საინტერესო სერვისები და პროდუქტები. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შედგება", — აღნიშნავს ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
"მოხარულნი ვართ, რომ სულ მალე, Globalize New York Conference უნიკალურ პლატფორმას შესთავაზებს ქართულ ბიზნესს და სტარტაპებს, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები ამერიკის აუდიტორიისთვის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ ვამაყობთ, რომ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ დიასპორასთან ერთად, და წარვუდგენთ მათ ქართულ ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და კულტურას, რისთვისაც დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს", — ამბობს სალომე კუკავა, Globalize-ის დამფუძნებელი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, კონფერენცია დასრულდება ქართველი არტისტის, სტეფანეს კონცერტით, რომელიც ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის — Emolas Corporation-ის მიერ. კონცერტი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს 1,500-ზე მეტ ემიგრანტს, ერთ სივრცეში იზეიმონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. კონცერტის ბილეთების შეძენა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე.
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
კომენტარები