Park Home საბურთალო — საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ანაგი დეველოპმენტმა ახალი პროექტი დაიწყო
ანაგი დეველოპმენტი, რომელიც ბაზარზე წლებია წარმატებით ოპერირებს, ამჯერად თბილისის ცენტრში, საბურთალოზე საცხოვრებელ კომპლექსს Park Home საბურთალოს აშენებს. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტური მუდმივად მხარს უჭერს დეველოპერულ და სამშენებლო სექტორს და ამ მიმართულებით პროექტების წახალისებას აქტიურად აგრძელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 26 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
კომპლექსი გამოირჩევა როგორც თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სარეკრეაციო სივრცით, დიდი გამწვანებული ეზოთი, სასეირნო და მოსასვენებელი ადგილებით ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნებით.
"ჩვენი ახალი პროექტი გამოირჩევა ქალაქის ლამაზი ხედებით, 6 000 კვ.მ.-მდე რეკრეაციული ზონით, სპორტული თუ გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს სპორტულ მოედანს, 2 აუზს, ფიტნეს დარბაზს, და, რაც მთავარია, კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მახასიათებელს. მომხმარებლებს ჩვენს კომპლექსში დასვენების, ან სულაც პირიქით — დღის აქტიურად გატარების შესაძლებლობა ექნებათ. Park Home საბურთალო — ეს არის თბილისის ცენტრში მშვიდი, მყუდრო და უხმაურო საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ინფრასტრუქტურულ და არქიტექტურულ გარემოს ჰარმონიულად ერწყმის. Park Home საბურთალოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხელსაყრელი ადგილმდებარეობაა. ის მეტრო დელისიდან მხოლოდ 300 მეტრში, ნუცუბიძის ქუჩიდან კი 90 მეტრში მდებარეობს. მნიშვნელოვანია რომ პროექტში ასევე განთავსდება 2 000 კვ.მ.-მდე კომერციული და 4 000 კვ.მ.-მდე საოფისე ფართი", — განმარტავს ანაგი დეველოპმენტის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი, ქეთი ადეიშვილი.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის კიდევ უფრო განვითარებასა და გაძლიერებას. ეს ერთი მხრივ, ბიზნეს ეხმარება მეტი, კარგი პროექტის განხორციელებაში, რითიც აღნიშნულ სექტორს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. მეორე მხრივ კი, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ზრდის ქვეყანაში დასაქმებულთა რიცხვს. ანაგი დეველოპმენტი წლებია ზრუნავს მომხმარებლების კომფორტსა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. აღნიშნული პროექტიც ამის დასტურია, რადგან მოქცეულია გამწვანებულ გარემოში და მთელი კომპლექსი ბელგიური და გერმანული წარმოების ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია", — განმარტავს საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, ერეკლე ვაშაყმაძე.
ცნობისთვის, Park Home საბურთალოს მშენებლობა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
-
გადახედვაPOLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები POLITICO: კონგრესში შედის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელ პირებს დაეკისრებათ სანქციები
კომენტარები