ლევან ბერძენიშვილი

18 May. 2023, 13:18

ძალიან მარტივად და გასაგებად ამიხსნეს მე ამ დღეებში. გამოქვეყნდა სამი პუბლიკაცია, ერთი იყო ქართუ ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ჩხეტიანის; მეორე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გამომეხმაურნენ — ყველგან წერია ერთი და იგივე, ბიძინას თავი დაანებე და არაფერიც არ იქნება. მე მეგონა, რომ, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას თემატიკა იყო მნიშვნელოვანი. გაირკვა, რომ არაფერ შუაში არაა ვაჟა. 

კიდევ უნდა ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას ავრცელებს ისეთს, მინიშნებებით, რომ მაგას პრობლემები აქვს და... სად მნახა პრობლემებით? მაგას ჰქონია, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში და სტენფორდის უნივერსიტეტში იმიტომ წამაკითხეს ლექცია, რომ პრობლემური ვარ? პრობლემები ვის აქვს, ჩვენ კარგად ვხედავთ.

დიახ, მე საცოდავი კაცი ვარ, როცა ვუყურებ, ვის ხელშია საქართველო. ბიძინა ივანიშვილისნაირი ძალიან დაბალი დონის პოლიტიკოსის ხელში, ორღობის პოლიტიკოსის ხელში.

ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებასთან ისაუბრა. მან უპასუხა ირაკლი კობახიძის კომენტარს, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ თქვა, რომ ბერძენიშვილი ერთი საცოდავი კაცია, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. ბოლო პერიოდში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული სიძულვილის კამპანია მიმდინარეობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი

რა ხდება: კონსერვატორიის სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორ-მასწავლებლები მანიფესტს ავრცელებენ. ისინი რუსულ…