ქართული შოუ — ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია
თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სულ მალე მოგეცემათ. მულტიფუნქციური სივრცე თეატრი სტუმრებს ახალ და უნიკალურ წარმოდგენას სთავაზობს. ქართული შოუ — ასე ჰქვია დადგმას, რომელიც წამყვანი არტისტებისა და სუხიშვილების მონაწილეობით, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.
შოუზე ცოცხლად გაჟღერდება შენ ხარ ვენახი, ჩაკრულო, მრავალჟამიერი, მუხამბაზი და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები კი, თეატრის სივრცეში სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს. დადგმის პროცესში ჩაერთო მწერალი აკა მორჩილაძეც და ტექსტები ქართული შოუსთვის საგანგებოდ შექმნა. წარმოდგენა აუდიოვიზუალური ინსტალაციებით გაფორმდება, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის სანახაობას.
"თეატრის კონცეფციიდან გამომდინარე, ვცდილობთ, სტუმრებს წარვუდგინოთ ის, რაც ჩვენი კულტურის ნაწილი და იდენტობის მაჩვენებელია. ეს ხაზი გასდევს ყველა ჩვენს დადგმას, მიუხედავად ჟანრისა. ქართული შოუ კი ჩვენი კულტურის ყველა მიმართულებას — ქორეოგრაფიას, ფოლკლორს, მრავალხმიან სიმღერებს, კლასიკურ მუსიკასა თუ სამოსს ერთ სივრცეში აერთიანებს და საქართველოზე ახლებურად ჰყვება. ქართული შოუ გამორჩეული იქნება დადგმის მაღალი ხარისხით, რადგან მასში მონაწილეობენ ქართული კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები. წარმოდგენის სრულყოფაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის თეატრში არსებულ უახლეს ტექნიკურ აღჭურვილობასაც", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული შოუს დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
თეატრში, ტრადიციისამებრ, სტუმრებს გაუმასპინძლდებიან გასტრონომიული ვახშმით, წარუდგენენ ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებსა და ავთენტურ გემოებს.
"ქართულ შოუში ვახშამს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან საქართველოს სრულფასოვნად გაცნობა ჩვენი ქვეყნის უნიკალური სამზარეულოს გარეშე წარმოუდგენელია. კერძები, ტრადიციულად, ამ დღისთვის საგანგებოდ შეირჩევა და თანამედროვე სახე მიეცემა", — აღნიშნავს თეატრის ბრენდ-შეფი, ალექს ნათაძე.
თეატრის ახალი წარმოდგენა — ქართული შოუ საუკეთესო საშუალება იქნება უცხოელი სტუმრებისთვის გაეცნონ ქვეყნის ისტორიას, მის კულტურულ და გასტრონომიულ მემკვიდრეობას და შეიგრძნონ ადგილობრივი ფასეულობები. შოუ გულგრილს ვერც ქართველ სტუმრებს დატოვებს, რადგან განსხვავებული ფორმატი და თანამედროვე აუდიო-ვიდეო გრაფიკული გაფორმება, საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის ახლებურ და უნიკალურ გამოცდილებას გვპირდება.
ქართული შოუს პრემიერა 6 ივნისს შედგება და მას შემდეგ, ყოველ სამშაბათს თეატრი სტუმრებს ამ უნიკალურ სანახაობას შესთავაზებს. ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე, დეტალური ინფორმაციისთვის კი, ეწვიეთ თეატრის ფეისბუქ გვერდს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები