ქარჩხაძის გამომცემლობა — ახალი თარგმანები
25-28 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იმართება, წიგნის
მოყვარულების დიდი დღესასწაული.
ქარჩხაძის გამომცემლობა ფესტივალის ტრადიციული და უცვლელი მონაწილეა. რა თქმა უნდა, ერთგული მკითხველის სიახლეებით განებივრება გამომცემლობისთვის ერთ-ერთი მუდმივი საზრუნავია. წლევანდელ ფესტივალზე ქარჩხაძის გამომცემლობა ორი ახალი თარგმანით წარდგება მკითხველის წინაშე. ამ სტატიაში სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ.
ანა ბერნსი მერძევე
ანა ბერნსი ირლანდიელი მწერალია, რომელიც 1962 წელს ბელფასტში დაიბადა, 1987 წელს კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. პირველი რომანი No Bones 2001 წელს გამოაქვეყნა, რაშიც უინიფრედ ჰოლტბის მემორიალური პრიზი მიიღო, 2018 წელს კი მისი ყველაზე ცნობილი რომანი მერძევე გამოვიდა, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ბუკერის პრემია (2018), ორუელის პრიზი (2019) და დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2020) დაიმსახურა. 2021 წელს ანა ბერნსი ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს.
მერძევე წიგნია, რომელშიც მრავალი თემაა წინ წამოწეული — ადევნება,
ინდიფერენტული, თუმცა მოჭორავე საზოგადოება, დედაშვილური ურთიერთობები, პოლიტიკური არეულობის დროს ცხოვრების სიძნელეები და ის ამბები, რომლებიც დანაწევრებულ, ერთმანეთზე გადამტერებულ საზოგადოებაში „ჩვეულებრივ მოვლენად“ ითვლება, არადა სულაც არაა ასე. ნაწარმოების სიუჟეტი ერთ უსახელო ქალაქში ვითარდება, სადაც უსაფრთხოდ რომ იყო, არაფრით უნდა გამოირჩეოდე. რომანის მთავარი გმირი 18 წლის გოგონაა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება და სწორედ აქედან იწყება მისი პრობლემები. როდესაც საინტერესო ხარ, ესე იგი გამჩნევენ და თუ გამჩნევენ, შენი ცხოვრება
იცვლება.
მეგი ო'ფერელის ჰამნეტი
მეგი ო’ფერელი (დაიბადა 1972 წლის 27 მაისს) ჩრდილოეთ ირლანდიელი
თანამედროვე მწერალია. მეგი რვა წლის ასაკში თავის ტვინის ანთებით
საავადმყოფოში დააწვინეს, რის გამოც ერთი წელი სკოლაში ვერ დადიოდა. ამ გამოცდილების შესახებ საუბრობს მემუარსა და The Distance Between Us-ში. როგორც ავტორი იხსენებს, 1990-იან წლებში ბრიტანეთში ცხოვრება ირლანდიელისთვის საკმაოდ არასასიამოვნო გამოცდილება იყო — მასწავლებლები თუ თანაკლასელები მუდამ შეუფერებლად ეხუმრებოდნენ. ჰამნეტი მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women's Prize for Fiction 2020 წლის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. წიგნი დასახელებულია Sunday Times no. 1 ბესტსელერად.
ჰამნეტი უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის, მოულოდნელ
გარდაცვალებაზე გვიამბობს და პარალელურად, უილიამ შექსპირის ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებსაც გვაცნობს. რვა წლით უფროს ქალთან თანაცხოვრება, იმ დროისთვის სრულებით წარმოუდგენელი იყო. აგნესი, ცოლი და დედა, მკურნალია, მიმზიდველი და იდუმალებით სავსე ქალი. აქვე ვეცნობით ევროპაში შავი ჭირის ეპიდემიის აფეთქების ისტორიას, მკურნალობის მაშინდელ მეთოდებს, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს. ფაქტობრივად, ეს წიგნი ტრაგედია "ჰამლეტის" შექმნის ისტორიაა. შვილის გარდაცვალებით განადგურებული მამა ლონდონში მიდის და ერთი წელი საერთოდ აღარ ჩანს. ცოლს ჰგონია, რომ ქმარმა მიატოვა და ყველა და ყველაფერი დაივიწყა.
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები