ნიკა მელია

20 May. 2023, 12:13

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაგვიდასტურა, რომ ლავროვის ოჯახის წევრები არიან აქ. არც მეტი, არც ნაკლები, სასტუმროში, ყვარლის ტბის მიმდებარედ დაბინავებულნი და ეს არის მორალისგან და ვულგარული ცინიზმით გამორჩეული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი. [...] ლავროვის სიძე აქ არის, სიძის ძმას ქორწილი აქვს, ქალიშვილი აქ არის, სიძის ძმის მამა აქ არის და სამი მათგანი არის სანქცირებული აშშ-ის მიერ, ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ.

განაცხადა ნიკა მელიამ. 19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ. ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
  5. საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

მოკლედ: დღეს, 20 მაისს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ…