ვოლსკი ყვარელში ქორწილისთვის ჩამოსულ ლავროვის ნათესავებს "თავისუფლად მოაზროვნეებს" უწოდებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა იმედის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში, ყვარელში ქორწილს გადახდას აპირებდნენ.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანდა, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს.
- მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელსაც ლავროვასთვის თაიგული უნდა მიეტანა.
- დილიდან ყვარელში სასტუმროსთან დილიდან საპროტესტო აქცია იმართებოდა, სადაც შეკრებილები სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების იქ ყოფნასა და დაგეგმილ ქორწილს აპროტესტებდნენ.
- აქციაზე 20-მდე აქტივისტი, მათ შორის, დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.
- არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებდა.
- გარდა ამისა, ადვოკატებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, დაკავებული აქტივისტები მოინახულონ.
ვოლსკი იმედის ეთერში ამბობს, რომ ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მოგვიანებით გაიგო, რადგან ის ქმრის გვარზეა და ვინოკუროვაა.
- დეპუტატი ლავროვის საქართველოში ჩამოსულ ნათესავებს "საკმაოდ მოაზროვნე ხალხს" უწოდებს და არგუმენტად მათი "ანტირუსული განცხადებები" მოჰყავს.
- "ქმრის ძმა საკმაოდ ისეთი ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, ფეისბუქზე და მათ შორის ისეთი პოზიტიური კომენტარები ჰქონია უკრაინისგან. "არა ომს", "არა უკრაინაზე თავდასხმას" და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის — "ძირს პუტინი", მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია", — ამბობს ის.
დეტალები: როგორც დეპუტატი ამბობს, ლავროვის შვილი აშშ-ში ცხოვრობდა და "მგონი ამერიკული პასპორტიც აქვს".
- შემდეგ კი საუბრობს იმაზე, რომ "ცოტა სუსტად გამოვიყურებით", როცა მამისთვის შვილს ვთხოვთ პასუხს.
- გარდა ამისა, ვოლსკის თქმით, ლავროვი, მათ შორის, საქართველოს ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, თუმცა ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ გაუგებარია სანქცირებული ადამიანების შემოსვლა, ვოლსკი ამბობს:
- "მერე რატომ მეკამათებით, ვერ გავიგე, მე ვყვები რეალობას, რაც არის [...] ხო, ცუდია, არ მომოწნს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ, მოხდა ხო?"
- "არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი, არ უნდა ჩამოსულიყო მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკა სააკაშვილი. მაგრამ პოზნერს, 90 წლის კაცს, ან ამ ქალს თუნდაც ქორწილში ჩოხით რომ გაეკიდები, მთლად ის არ არის ის რეალობა, რაც უნდა აისახოს".
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები