ირაკლი კობახიძე

21 May. 2023, 12:33

ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს მე რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ის ჯობია. მინდა, მისი გუშინდელი განცხადება მოვისმინო ქორწილთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას — ერთი მარტივი მიზეზის გამო: საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია მიანიჭა ქართული ოცნების ხელისუფლებას, პარლამენტს, მთავრობას. ეს არის რეალობა და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს, მით უმეტეს, რომ ის არის თავიდან ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს, ეს ერთი. მეორე, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ის ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის სამარცხვინო. აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ უფლებას არ მისცემდა კობახიძეს, რომ ქართველი ხალხისთვის ქსენოფობები ეწოდებინა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ