მე ერთი რამ მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით, მას პირდაპირ ბანერი უდევს ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს საკუთარ ფეისბუქზე, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა საქართველოში მან [სალომე ზურაბიშვილმა] განიხილა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში. მაშინ, ზოგადად, მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც, ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაშა ფშაველამ მე-19 საუკუნეში სტუმარ-მასპინძელი. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
კომენტარები