მეტროპოლი — ახალი სიტყვა ქართულ დეველოპერულ ბაზარზე
ქართულ დეველოპელურ ბაზარზე ახალი, სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, მეტროპოლი გამოჩნდა. მეტროპოლი პირველი ქართული დეველოპერია, რომელიც ერთდროულად იწყებს საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანული პროექტების განვითარებას.
თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და გადატვირთული რიტმის გათვალისწინებით, სახლი თითოეული ადამიანისთვის განტვირთვისა და კომფორტისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა. კომპანიამ საკუთარი კონცეფცია სწორედ ამ ფასეულობებზე დააშენა — მეტროპოლი მაღალი ხარისხის მშენებლობით გამოირჩევა, სადაც კომფორტისა და სიმშვიდისთვის ყველა პირობაა შექმნილი.
როგორც მეტროპოლის მმართველმა პარტნიორმა გიორგი მხეიძემ განაცხადა: "მეტროპოლში მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული საცხოვრებელი სივრცეების შექმნაა, სადაც თითოეული მომხმარებლის გამოცდილება და საჭიროებები ინდივიდუალურადაა განხილული. სწორედ ამ მიზნით, სამშენებლო კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებსა და თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ექცევა".
მეტროპოლი მშენებლობებს ერთდროულად თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ახორციელებს. გარდა ქალაქის ცენტრალური ადგილებისა, მომხმარებლებს საცხოვრებელ ვილებს, თბილისის შემოგარენში, ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალ გზაზე შესთავაზებს. მაცხოვრებლების მაქსიმალური კომფორტისთვის, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი გეგმავს ინფრაქტუქტურის, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და სკოლების მოწყობას. მეტროპოლს უკვე დაწყებული 5 დამოუკიდებელი სამშენებლო პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ფართი 520 000 კვ. მ-ია
როგორც მეტროპოლში განმარტავენ, კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტირება მნიშვნელოვანი იქნება ქართული დეველოპერული სექტორის განვითარების თვალსაზრისითაც. 3 წლის განმავლობაში, მეტროპოლის ინვესტიცია ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
"ჩვენს ხელში არსებულ კაპიტალს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების, ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებად ვაქცევთ", — აცხადებს მეტროპოლის მმართველი პარტნიორი გიორგი მხეიძე.
მეტროპოლში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, უახლოესი სამი წლის განმავლობაში, 400-ს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ მეტროპოლი, მაღალი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს სწორი ინვესტირების მოქნილ შესაძლებლობებსა და ინვესტორთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ პირობებსა და სერვისებს სთავაზობს. რაც საბოლოო ჯამში სტაბილური შემოსავალს მოიტანს.
ბათუმის საინვესტიციო პროექტები, კუბი და ოვალი, გააერთიანებს საერთაშორისო 5* სასტუმროს, კონსიერჟ სერვისს, რესტორნებსა და ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ვინოთეკას, ფიტნეს ცენტრს, საცურაო აუზსა და სპა ცენტრს. ასევე, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აპლიკაციიდან მართონ მათი აპარტამენტები, ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ სტატუსი, აკონტროლონ შემოსავლები და ხარჯები.
როგორც მეტროპოლში აცხადებენ, კომპანიის მომდევნო 5-წლიანი სტრატეგიაა, გახდეს ერთ-ერთი მოწინავე დეველოპერული კომპანია ამიერკავკასიაში.
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
კომენტარები