"კონტრტერორისტული ოპერაცია" და დაბნეული რუსები ბელგოროდში
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: 22 მაისს, დილით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან — განაცხადეს, რომ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- ხოლო რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ჩაწერა ვიდეო და მოუწოდა თანამოქალაქეებს, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ამას მომდევნო ვიდეოც მოჰყვა, რომელშიც ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომელიც ბელგოროდში აფეთქებებს და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით კი ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გაავრცელეს ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან, ქალაქის გასასვლელში უკვე საცობი შეიქმნა, რუსული სახელმწიფო მედია კი ცდილობს, არ შეიმჩნიოს.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
- სანამ კრემლი ახალი მესიჯბოქსის შემუშავებას ცდილობს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
ბოლო სიახლეები: ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.
- ეს რეჟიმი არაერთ შეზღუდვას გულისხმობს, მათ შორის მოქალაქეთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას, სახიფათო მრეწველობისა და ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც იყენებენ ფეთქებად, რადიოაქტიურ, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს.
- რუსული ტელეგრამარხი ბაზა ირწმუნება, რომ ბრძოლები "დივერსანტებთან" მიმდინარეობს გრაივორონსკის რაიონის ორ სოფელში — კოზინკასა და გლოტოვოში.
- მათივე ინფორმაციით, სროლების გამო მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ ვერ ხერხდება, ისინი სარდაფებში იმალებიან.
- ადგილობრივები ავრცელებენ ვიდეოებს, როგორ ურეკავენ ტელეფონზე სამხედრო კომისარიატიდან და ბომბსაცავებში ჩასვლაზე აფრთხილებენ.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები