ბელგოროდის გუბერნატორი ამბობს, რომ ევაკუაცია არ გამოუცხადებიათ და მოსახლეობა ტერიტორიას თავისით ტოვებს
დეტალები: ვიაჩესლავ გლადკოვი ისევ იმეორებს, რომ ტერიტორიაზე "უკრაინული დივერსიული ჯგუფუა შეჭრილი" და ამბობს, რომ გრაივორონსკის რაიონში ვითარება დაძაბულია.
- "მოსახლეობის უმეტესობამ ტერიტორია დატოვა. ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, ვეხმარებით ტრანსპორტით, ვისაც აქვთ — თავისი ტრანსპორტით მიდიან".
- მედუზა წერს, რომ ხელისუფლებას ევაკუაცია ოფიციალურად მართლაც არ აქვს გამოცხადებული, თუმცა მოქალაქეები ბელგოროდიდან გაქცევას ცდილობენ.
- სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, რომ ქალაქის გასავლელში საცობია შექმნილი, თუმცა სახელწიფო მედია ცდილობს, ეს ვითარება არ შეიმჩნიოს.
ბოლო სიახლეები: ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.
- ეს რეჟიმი არაერთ შეზღუდვას გულისხმობს, მათ შორის მოქალაქეთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას, სახიფათო მრეწველობისა და ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებას, რომლებიც იყენებენ ფეთქებად, რადიოაქტიურ, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს.
- რუსული ტელეგრამარხი ბაზა ირწმუნება, რომ ბრძოლები "დივერსანტებთან" მიმდინარეობს გრაივორონსკის რაიონის ორ სოფელში — კოზინკასა და გლოტოვოში.
- მათივე ინფორმაციით, სროლების გამო მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ ვერ ხერხდება, ისინი სარდაფებში იმალებიან.
- ადგილობრივები ავრცელებენ ვიდეოებს, როგორ ურეკავენ ტელეფონზე სამხედრო კომისარიატიდან და ბომბსაცავებში ჩასვლაზე აფრთხილებენ.
- ბოლო მონაცემებით, თავდასხმის დროს დაშავდა რვა ადგილობრივი.
- გარდა ამისა, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვის თქვა, რომ ბელგოროდიდან რუსული ბირთვული მარაგის ევაკუაცია მიმდინარეობს.
- ბაზა და SHOT-ის ტელეგრამ არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გრაივორონსკის რაიონში ბრძოლების დროს 39 "დივერსანტი დაიღუპა, კიდევ 5 კი ტყვედ აიყვანეს.
რა მოხდა: 22 მაისს, დილით, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან — განაცხადეს, რომ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- ხოლო რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის, ჩაწერა ვიდეო და მოუწოდა თანამოქალაქეებს, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ამას მომდევნო ვიდეოც მოჰყვა, რომელშიც ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომელიც ბელგოროდში აფეთქებებს და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით კი ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გაავრცელეს ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ ამასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
- სანამ კრემლი ახალი მესიჯბოქსის შემუშავებას ცდილობს, ქალაქში აფეთქებების ხმა ისევ ისმის.
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვა4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი 4 წელი გულით ვცდილობდი, დამემტკიცებინა ხალხისთვის, რომ პარლამენტში ხელფასის ასაღებად არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვუერთდებით ბოიკოტს — ელისაშვილი
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვახვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს ხვალ პარლამენტში ყვითელი დონე იმოქმედებს — რას ნიშნავს
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები ო'ბრაიენი: თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება, თუ დავინახავთ დემოკრატიის შესუსტებას, აშშ-ის მხრიდან დაწესდება შეზღუდვები
-
გადახედვა"ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა "ქართული კოშმარი" საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებს აკარგვინებს — ამბობენ დასავლელი დიპლომატები, რომლებსაც ხელისუფლება არ შეხვდა
-
გადახედვაშსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე შსს-მ განაცხადა, რამდენი პირი დააკავა დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით ლელო: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა,სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაციით
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
კომენტარები