ამის შესახებ ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჟურნალისტი ოპოზიციურად განწყობილი კრიტიკული ტელევიზიის, მთავარი არხის ერთ-ერთი წამყვანია.

  • როგორც ის წერს, მომხდარს მისი საქმიანობის გარდა, სხვას ვერაფერს უკავშირებს.
  • კვესიტაძის თქმით, ბადრი ლოლაძე, რომელიც სოციალურად დაუცველია, დღეს, ჭიათურის სოფელ ხრეითში დააკავეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჟურნალისტი ჰყვება, რომ ბიძის სახლი მიწისძვრისგან ნახევრად დანგრეულია, ზამთარს თბილისში ატარებს, სოფელში კი რამდენიმე კვირაა რაც წავიდა.

  • "ასე ცხოვრობს, წლებია. დღეს დილით პატრულის ორი ეკიპაჟი დაადგა სახლში. დაბზარულ კედლებს შორის ძველი, დაჟანგული ლიმონკა იდოო და განყოფილებაში გადაიყვანეს და 72 წლის კაცი იზოლატორში გამოკეტეს".
  • როგორც ჟურნალისტი ჰყვება, კაცი უაყოფს, რომ ყუმბარა მისია.
  • On.ge დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.