დეპუტატები მთავრობას რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ შეკითხვებით მიმართავენ

243
წაკითხვა
20
გაზიარება
ამის შესახებ დეპუტატებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხატია დეკანოიძის თქმით, 7 დეპუტატი შეკითხვებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც პასუხისმგებელია ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე.
- ისინი მოითხოვენ პასუხებს შეკითხვებზე — რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან? როდის დაიწყო? რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ?
- ასევე ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკება? იცოდნენ თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ფარულ მოლაპარაკებებზე და ხორციელდება თუ არა მოსკოვში ფარული ვიზიტები?
დეტალები: დეპუტატების თქმით, მთავარი შეკითხვაა რა ფარული მოლაპარაკება და ამ კუთხით პოლიტიკური ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან?
- თეონა აქუბარდიას თქმით, დღეს საქართველო იმართება ქართული ოცნების ფორმალური თუ არაფორმალური პარტიული დანაყოფებით და არა მთავრობით, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
- ამბობს, რომ ყველა კომპეტენტურ მინისტრს გაეგზავნება კითხვები და ამის შემდეგ ისინი განიხილავენ ინტერპელაციის წესით პრემიერის პარლამენტში დაბარებას თუ პასუხები შესაბამისი არ იქნება.
- ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება და ხელისუფლებას ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია.
- მისი თქმით, პასუხის გაცემა სამართლებრივად სავალდებულოა და პასუხის არ გაცემა ასევე იწვევს კონსტიტუციური თვალსაზრისით პასუხისმგებლობებს.
- "მათ შორის ეს შესაძლოა დასრულდეს იმპიჩმენტითაც", — თქვა ნაცვლიშვილმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები