Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია
Dyson-ის პროდუქცია, რომელიც უნიკალური და ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა, ქართულ ბაზარზე ახლა უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. ჯეოტეკ დისტრიბუციამ სულ რამდენიმე თვეა ბრენდთან თანამშრომლობა გააფორმა და მისი ერთადერთი დისტრიბუტორი გახდა რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
Dyson-ის პროდუქციას ქართველი მომხმარებელი მანამდეც იცნობდა, თუმცა ამ დრომდე ხელი არ მიუწვდებოდა ბრენდის ოფიციალურ ტექნიკაზე. ახლა კი, მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ Dyson-ის ოფიციალური საგარანტიო პირობებითა და ავტორიზებული სერვის ცენტრების მომსახურებით.
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს სამ კატეგორიას – მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებსა და თმის მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა თმის საშრობი, სტაილერი და უთო.
"Dyson-თან თანამშრომლობის გაფორმება მარტივი პროცედურა არ ყოფილა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ყველა დისტრიბუტორისა თუ საცალო ქსელის სასურველი პარტნიორია. თუმცა ჩვენი გამოცდილებისა და სწორი მიდგომის დახმარებით, მოვიპოვეთ Dyson-ის ნდობა და 2023 წლის იანვარში მოლაპარაკებებიც წარმატებით დავასრულეთ. გვიხარია, რომ Dyson-ის უნიკალური ტექნოლოგია რეგიონში ფართოდ ხელმისაწვდომი გავხადეთ", — ამბობს ჯეოტეკ დისტრიბუციის ბიზნეს სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელი, სოფიო ჭუმბურიძე.
Dyson-ის პროდუქციის შეძენა ქართველ მომხმარებელს შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში. მათ შორისაა: ალტა, ზუმერი, ელიტ ელექტრონიქსი, კონტაქტ ჰოუმი, ეფლ სითი, აიტექნიკსი, ვენდუ, ველი სთორი და ექსტრა ჯი.
"უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ Dyson-ის ბრენდირებული ზონები მათსავე მაღაზიებში, სადაც მომხმარებელს დახვდებიან გადამზადებული, პროფესიონალი ექსპერტები. აქ დაინტერესებულ პირებს პროდუქციას ადგილზე გააცნობენ, გაუწევენ სრულფასოვან კონსულტაციას მის ტექნიკურ მახასიათებლებზე და ამით დაეხმარებიან მარტივად მიიღონ Dyson-ის პრემიუმ პროდუქციის შეძენის სასიამოვნო გადაწყვეტილება.
ასევე, მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზებთ ბევრ სხვადასხვა კამპანიას, რაც უახლოეს მომავალში ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ბრენდის ცნობადობას", — ამბობს სოფიო ჭუმბურიძე.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ბრენდი Dyson 30 წელია აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომელიც მომხმარებლებს დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური მახასიათებლებით ხიბლავს. ბრენდის ტექნიკას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია – არის გამოსაყენებლად კომფორტული და მოსახერხებელი, მრავალფუნქციური, მძლავრი და აქვს ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა. Dyson-ის პროდუქციის საერთო უნიკალურობა კი, მის ძრავაში მდგომარეობას, რომელიც გამოირჩევა ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით.
"როდესაც ვსაუბრობთ Dyson-ზე, ვსაუბრობთ ინოვაციურ პრემიუმ ხარისხზე. ყველასათვის მიმზიდველი ვიზუალის უკან დგას უმთავრესი რამ – ეს არის უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Dyson სთავაზობს მომხმარებელს.
Dyson-ის იდენტობა სრულად ეფუძნება გამორჩეულ ტექნოლოგიებს. ბრენდმა იცის, რომ მომხმარებელს აღიზიანებს პროდუქტი, რომელიც არ მუშაობს სწორად და ამ პრობლემას მარტივად ჭრის – მუდმივი სიახლეებითა და პროგრესით", — ამბობს სოფიო ჭუმბურიძე.
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
კომენტარები