"პატარა მამაცი გულები" — კამპანია კაცები ზრუნავენ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
25-28 მაისს, კამპანიის — კაცები ზრუნავენ ინიციატივით, კამპანიის ახალი პუბლიკაციის, პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე, სტენდი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
სტენდი მე-6 პავილიონში მოწყობილ საბავშვო სივრცეში განთავსდება და პატარებისთვის დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებს უმასპინძლებს. ქართველი ავტორები: მინდია არაბული, დათო გაბუნია, ტორესა მოსი და დათო გორგილაძე პატარებს წაუკითხავენ კრებულში შესულ ზღაპრებს, ხოლო მწერალი და გამომცემელი ნატალია ტროხიმი უკრაინელ ბავშვებს მათ მშობლიურ ენაზე წაუკითხავს.
სტენდი მრავალფუნქციური და ინტერაქციული იქნება და ბავშვებს სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემათ. მათ შორის, ყოველი ზღაპრის მოსმენის შემდეგ, ბავშვები შეძლებენ ჩაერთონ ამ კრებულის მიხედვით სპეციალურად შექმნილ ვორქშოფში, რომელსაც კამპანიის, კაცები ზრუნავენ მხარდამჭერი, მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი ჩაატარებს.
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე.
აღნიშნული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება 27 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობითა და ფესტივალის ფოკუს ქვეყნის, პოლონეთის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის, კულტურა იბრძვის, ფარგლებში. პრეზენტაციაზე ისაუბრებენ ზღაპრების ავტორები: მინდია არაბული, ნატალია ტროხიმი, პაულა ერიზანუ და აფსანა იუსიფოვა. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მწერალი თამთა მელაშვილი.
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
პუბლიკაცია პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე აერთიანებს ხუთ სხვადასხვა ზღაპარს, რომლებიც შექმნეს მწერლებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან: მინდია არაბულმა — საქართველოდან, ნატალია ტროხიმმა — უკრაინიდან, არმენ ოჰანიანმა — სომხეთიდან, აფსანა იუსიფოვამ — აზერბაიჯანიდან და პაულა ერიზანუმ — მოლდოვიდან. ზღაპრების ილუსტრაციებზე იმუშავეს ჰარუთიუნ თუმაღიანმა, სვეტლანა პარფენიუკმა, სევინჯი ყულიევამ, მარი კახურიშვილმა და იევჰენია პოლოსინამ, ხოლო წიგნისა და ყდის დიზაინი ილუსტრატორ ხატია ჩიტორელიძეს უკუთვნის. პუბლიკაცია შეიქმნა პროგრამის ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პუბლიკაცია ბავშვებისა და მშობლების საკითხავი ზღაპრების კრებულია გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ, ინგლისურ და ავტორების მშობლიურ ენებზე დაიბეჭდა. წიგნი უფასოდ გავრცელდება საქართველოში — თბილისისა და რეგიონების ყველა მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში, თბილისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში და ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროექტის მიზანია, მკითხველი კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ გამოწვევების, სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის თანასწორი გარემოს შექმნას. ტექსტები, რომლებშიც გათვალისწინებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, დაიწერა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა.
"თანამედროვე სამყარო თანამედროვე ისტორიებს მოითხოვს. დღევანდელი დღის გმირები აღარ ელოდებიან გადამრჩენელ პრინცებს, ისინი მამაცები და მტკიცენი არიან და თავად წყვეტენ საკუთარ ბედს. თანამედროვე გმირები, მაღალი ციხესიმაგრეებიდან გადმომდგარი დიდებული მეფეებისგან განსხვავებით, თანაგრძნობითა და ოცნებებით არიან სავსე.
ეს კრებული წარმოადგენს განსხვავებულ ხედვას ქალებისა და კაცების, გოგოებისა და ბიჭების როლებზე. ეს გახლავთ მორიგი რეგიონალური ინიციატივა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული მოსაზრებებისა და ქცევების გადახედვას გვთავაზობს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შესაძლებლობა მიეცა, ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფინანსური დახმარებით, მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი კრებულის გამოცემას", — აცხადებს ოლგა ოსაულენკო, რეგიონალური პროექტის, ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად მენეჯერი.
"პატარა მამაცი გულები ბავშვებს საინტერესო და მნიშვნელოვან ამბებს უყვება. ეს კრებული შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ პატარებს აუცილებელი საფიქრალი გაუჩნდეთ, მასზე კეთილ, მამაც და გაბედულ თანატოლ პერსონაჟებთან ერთად იფიქრონ და მათთან ერთად გადახდეთ ახალი თავგადასავლები. ეს კრებული მშობლებისთვისაცაა, რათა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ სტერეოტიპებზე და საზიანო პრაქტიკებზე, როგორიცაა არათანასწორი გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, რასობრივი, ეთნიკური თუ გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. ძალიან გვინდა, ეს კრებული მათი შვილებთან გულწრფელი დიალოგის დასაწყისად იქცეს", — აცხადებს ნინია მაჭარაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის, ვიზრუნოთ ერთად თანადამფუძნებელი.
პროექტი ხორციელდება პროგრამის, ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
კამპანია კაცები ზრუნავენ 2014 წელს შეიქმნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ და მისი მიზანია საქართველოში კაცების ჩართულობის გაზრდა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის. 2014 წლიდან, კამპანიამ კაცები ზრუნავენ არაერთი ინიციატივა და აქტივობა განახორციელა, მათ შორის არის მამის დღის დაფუძნება, საბავშვო საკითხავების გამოცემა, მამების სკოლა, მამაკაცური საუბრების სემინარები და სხვა აქტივობები თუ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები