რა უნდა ვიცოდეთ ჩუტყვავილას მომატებულ შემთხვევებსა და წითელას ვაქცინაციაზე

ფოტო: SOLIDCOLOURS / GETTY IMAGES
ამ საკითხeზე იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ჩხაიძის განმარტებით, ჩუტყვავილა, ზოგადად, მძიმე დაავადებების კატეგორიას არ მიეკუთვნება, იშვიათია გარდაცვალების შემთხვევები, თუმცა მას ციკლურობა ახასიათებს.
- ეს ნიშნავს იმას, რომ 2-5 წელიწადში ერთხელ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა მატულობს. კერძოდ, საქართველოში 2018 წელს 10 196 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა მისი სტანდარტული მაჩვენებელი 3-4 ათასია.
- გასულ წელს, ჩუტყვავილა 2 600 ადამიანს ჰქონდა, ხოლო 2023 წელს, 4 თვეში 3 118 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ასე გაგრძელდა ეს რიცხვი 10 ათასს მიაღწევს.
- "დღეს გვაქვს, ასევე, აფეთქება, ზუსტად 5 წლის შემდეგ".
- ჩხაიძის თქმით, ჩუტყვავილასგან განსხვავებით, წითელას გაცილებით მძიმე გართულებები ახასიათებს და 3 000 ინფიცირებულზე 1 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა: ჩხაიძის ინფორმაციით, დღესდღეისობით, ჯანმო აცრის რეკომენდაციას უნივერსალურად ყველასთვის არ იძლევა. ის აუცილებელი ვაქცინაციის ჩამონათვალში მხოლოდ ევროპის 12 ქვეყანაშია შეტანილი, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ დაავადებას მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს.
- ამასთან, WHO-ს განმარტავს, რომ პრევენციისთვის მოსახლეობით 80%-ზე მეტი ადამიანის ვაქცინაცია არის საჭირო.
- "თუ ამ მაჩვენებელს ვერ მივაღწიეთ, ეს შემდეგ მოგვცემს შემთხვევების მატებას მოზრდილებში, სადაც დაავადება გაცილებით რთულად მიმდინარეობს და გარდაცვალების მაჩვენებელიც ძალიან მაღალია".
- მისივე თქმით, სახელმწიფოს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინები არ შემოაქვს და აცრას მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტები აკეთებენ.
წითელას საწინააღმდეგო აცრა: ჩხაიძის განმარტებით, ეს ვაქცინა 1 და 5 წლის ასაკში კეთდება. 2019 წელს კი საქართველოში 1 წლის ყველა, ხოლო 5 წლის ასაკის 95% იყო აცრილი და დასძენს, 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში წითელათი გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
- წელს ქვეყანაში ამ ვაქცინით აცრის მაჩვენებელს ჩხაიძე საგანგაშოს უწოდებს. მისი თქმით, პირველი ვაქცინაციის 90%-იან, ხოლო მეორე ვაქცინის 78%-იან მაჩვენებელზე ჩამოვედით.
- როგორც ჩხაიძე ამბობს, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში 10 000 აუცრელი ბავშვია.
- მისი განცხადებით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმ ანტივაქსერული კამპანიის შედეგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიმდინარეობდა
- "თუ ამ ბავშვის მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 000 არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებებით, ენცეფალიტითა და ფილვების ანთებით".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები