რუსეთი ამტკიცებს, თითქოს ბელგოროდში "დივერსანტები" გაანადგურეს, მაგრამ ლეგიონი უარყოფს
რა მოხდა: 22 მაისს რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებიდან ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებდნენ, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და "მალე ქვეყანა თავისუფალი იქნება".
- უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა კი ვიდეო ჩაწერა, რომლითაც თანამოქალაქეებს მოუწოდა, იბრძოლონ პუტინისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
- ასევე, ლეგიონის წევრებმა რუსეთის საზღვრისპირა მაცხოვრებლებს მიმართეს, დარჩნენ სახლში და მათ წინააღმდეგობა არ გაუწიონ.
- პარალელურად, ვრცელდებოდა ადგილობრივების კადრები, რომლებიც ბელგოროდში აფეთქებებსა და სირენების ხმას ასახავდა.
- მოგვიანებით ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლების გათავისუფლებაზე განაცხადა.
- გავრცელდა ფოტოებიც, სადაც ხიდზე გაფენილი "თავისუფალი რუსეთის" ალტერნატიული დროშა ჩანს, რომელზეც წითელი ფერი არ არის.
- მებრძოლების მიზანი რუსეთის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონის შექმნაა, საიდანაც ოკუპანტები უკრაინას ვეღარ დაბომბავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბელგოროდში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთში პანიკა და სრული გაურკვევლობა გამოიწვია — ბელგოროდის მაცხოვრებლები ბომბსაცავების არარსებობაზე ჩივიან.
- აგრესორი ქვეყანა, რომელიც სხვის ტერიტორიაზე აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, ახლა ძალებს ბელოგორდისკენ გზავნის და ამ რეგიონს უწოდებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონას".
- ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ მალე რუსეთს ბელგოროდის სახალხო რესპუბლიკა გამოეყოფა.
- რა თქმა უნდა, რუსეთმა მომხდარში "უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი" დაადანაშაულა, თუმცა უკრაინის დაზვერვამ ბრალდებები უარყო.
- ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ამტკიცებდა, თითქოს დივერსიის მიზანი იყო "ბახმუტის მიმართულებიდან ყურადღების გადატანა, უკრაინული მხარის მიერ არტემოვსკის დაკარგვის პოლიტიკური ეფექტის მინიმუმამდე შემცირება".
- უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა დაწერა, რომ მომხდართან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ინტერესით ადევნებენ თვალს მიმდინარე მოვლენებს.
ბელგოროდის ოლქში შეტაკებები გრძელდება. ისევ მოქმედებს "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი. ოკუპანტი რუსეთი ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ თავადაა ომის მსხვერპლი.
- ტელეგრამზე გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში ჩართულია რუსული ავიაციაც, მესაზღვრეების დასახმარებლად კი დამატებითი ძალები გადასხეს.
- თავდასხმა მოხდა ფედერალური უშიშროების სამსახურისა (ეფესბეს) და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზეც.
- რეგიონში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებს.
ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურეს.
- სამხედრო დეპარტამენტი კი დამატებით ირწმუნება, რომ "კონტრტერორისტული ოპერაციის" დროს ავიაციამ, არტილერიამ და დამხმარე სამხედრო ძალამ დაამარცხეს ისინი.
- შემდეგ კი ამბობენ, რომ ვინც, უკრაინის ტერიტორიაზე შეძლო დაბრუნება, "სრულ ლიკვიდაციამდე" ესროდნენ.
- მათივე თქმით, მთლიანობაში განადგურებულია "70-ზე მეტი დივერსანტი და 4 ჯავშანტექნიკა".
რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ამ ინფორმაციას უარყოფს და საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს, რომ ბელგოროდის რეგიონის გათავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
- მათი თქმით, რუსეთის არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა პატრიოტ მოხალისეთა ჯგუფს, რომლებმაც იარაღი აიღეს და მოსკოვის რეჟიმის წინააღმდეგ, რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის ბრძოლას არ შეუშინდნენ.
- "კიდევ ერთხელ განადგურდა მითი, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და რუსეთი ძლიერია. ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ძარცვავდა ბიუჯეტს და იტყუებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო".
- ლეგიონი აცხადებს, რომ რუსეთს არ აქვს სამხედრ კრიზისებზე რეაგირებისთვის რესურსი არ აქვთ, მათი ყველა სამხედრო ან დაჭრილია, ან მკვდარი, ან უკრაინაშია.
- "რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად არ არის დაცული. ბელგოროდის რეგიონში პანიკა", — წერენ ისინი.
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები