ირაკლი ღარიბაშვილი

24 May. 2023, 11:50

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ჩვენ ომი, თქვენ კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც ომის დროს დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? არავინ. მსოფლიოში არავინ არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია ჰქონია იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ, ჩემი კითხვაა, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?

მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ევროკავშირმა რუსეთს 2022 წლამდე გადაუხადა 2,3 ტრილიონი დოლარი, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა.

ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. 

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…