ქალი მეწარმეებისთვის ვორქშოპი — ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები გაიმართება
საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით, ქალი მეწარმეებისთვის 30 და 31 მაისს, ორდღიანი ვორქშოპი — ცვლილებების მართვა და ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს ტრენერი ლიზა სოფრომაძე გაუძღვება.
ლიზა არის ადგილობრივი განვითარებისა და უნარების ამაღლების კონსულტანტი 18 წელზე მეტი გამოცდილებით. ის 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა რეფორმებისა და პროგრამების ფარგლებში ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან, მუნიციპალიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესებთან და ადგილობრივ თემებთან. მას შემუშავებული აქვს სხვადასხვა მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები — ცვლილებების მართვა-ადვოკატირება, თანამონაწილეობის მექანიზმები ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში და სხვა მრავალი. 2001 წლიდან დღემდე არის 30-ზე მეტი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი.
ტრენინგის მიზანია მეწარმე ქალები გაეცნონ ცვლილების თეორიას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი ახალი ბიზნესისა თუ ახალი პროექტის დაწყება. შეხვედრაზე იმ პრინციპებისა და მიდგომების განხილვა მოხდება, რაც მეწარმე ქალებს საკუთარი, ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში დაეხმარებათ.
ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: ცვლილებების თეორია; ცვლილებების / ადვოკატირების დაგეგმვა; ცლილების მიზანი; დაინტერესებული მხარეების ინტერესებისა და გავლენების ანალიზი და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები და ტაქტიკები.
"საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ვორქშოპი სწორედ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი. ვორქშოპზე მეწარმე ქალები ლიზასთან ერთად ცვლილების თეორიაზე საინტერესო მიდგომებს აღმოაჩენენ. დარწმუნდებიან, რომ ნებისმიერი ცვლილება, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნები ჰქონდეს მას, ყოველთვის ხვდება წინააღმდეგობების გარემოში. სწორედ ამ წინააღმდეგობების გამომწვევ ფაქტორებს და, ამასთანავე, ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის პრინციპებს განიხილავენ, რაც მიზნების მიღწევას გაუადვილებთ. შეხვედრები მეწარმე ქალებს საკუთარი ახალი როლის ეფექტურ პოზიციონირებაში და ახალი ბიზნესისა თუ პროექტის წამოწყებაში დაეხმარებათ", — განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.
ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს — ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა. მეორე შეხვედრას სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით — კარგი დამსაქმებლის სტრატეგია. მესამე შეხვედრა კი, ელ. კომერციას დაეთმო, სადაც ლარისა პატარაია მეწარმეებს ონლაინ გაყიდვების გაზრდასა და საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები