დიდი ფასდაკლებები ალტაში — რას გთავაზობთ მაღაზიათა ქსელი 26 მაისის აღსანიშნავად
მოახლოვდა 26 მაისი — დღე, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულად, მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავენ ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ალტაში. საგანგებოდ ამ დღესასწაულისთვის, კომპანიამ ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა, რომლებიც ძალაში 28 მაისის ჩათვლით იქნება.
ტელევიზორები, ლეპტოპები, სმარტფონები, აქსესუარები — სულო და გულო, რაც გინდა; ალტაში ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის რამე სათავისოს. თუმცა, არჩევანი იმდენად დიდია, რომ დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ. ჰოდა, ქვემოთ მოგიყვებით, რა გელოდებათ ალტას მაღაზიებში 26 მაისის კვირეულის ფარგლებში.
სმარტფონები
რასაკვირველია, ფასდაკლებები პირველ რიგში სმარტფონებს შეეხება, რადგან თანამედროვე ადამიანისთვის ამ ნივთზე საჭირო ძალიან ცოტა რამ არის — თუნდაც იმიტომ, რომ 26 მაისის სადღესასწაულო მომენტები კადრზე აღბეჭდოთ.
აქციის ფარგლებში, შეთავაზებები და ფასდაკლებები ნებისმიერი საფასო კატეგორიის სმარტფონებზე ვრცელდება — მათი ფასი კი, არც მეტი, არც ნაკლები, 229 ლარიდან იწყება. აი, HONOR X8a-ის, მაგალითად, 579 ლარად შეიძენთ 649 ლარის ნაცვლად — თანაც, ტელეფონის ქეისსაც გაჩუქებენ!
რაც შეეხება სამსუნგის სმარტფონებს, Trade In პროგრამის საშუალებით, შეძლებთ, ძველი ანდროიდი ჩააბაროთ და ამავე ბრენდის ნებისმიერ ტელეფონზე 300 ლარამდე ფასდაკლება მიიღოთ.
ლეპტოპები
სმარტფონის არ იყოს, ლეპტოპის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. სწორედ ამიტომ, ალტაში კომფორტული და მოსახერხებელი ლეპტოპები ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად დაგხვდებათ. აქციის ფარგლებში ლეპტოპების ფასი 679 ლარიდან იწყება. შეთავაზებები — მათ შორის, საჩუქრები და ფასდაკლებები — ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქციას შეეხება, როგორებიც Lenovo, Asus და HP არიან.
ამას გარდა, დიდი ფასდაკლება მოქმედებს Apple-ის პროდუქტებზეც. მაგალითად, Apple MacBook Air 13''-ს M1 ჩიპით აქციის ფარგლებში 700 ლარამდე ფასდაკლებით შეიძენთ, ხოლო Apple iPad მხოლოდ 899 ლარად შეიძლება თქვენი გახდეს.
ტელევიზორები
თუკი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ყურება გსურთ, თუმცა, სახლიდან გასვლა დიდად არ გეპიტნავებათ, დიდი და კომფორტული ტელევიზორის ქონა მისწრებაა! ეგეც რომ არა, ზაფხული გვიახლოვდება და თავშესაქცევად ტელევიზორის ყურებას მაინცდამაინც ბევრი ალტერნატივა ისევ არ უჩანს.
აი, ალტაში კი, მიმდინარე აქციის ფარგლებში, სმარტ ტელევიზორებს სულ რაღაც 299 ლარიდან შეიძენთ. შეთავაზებები ვრცელდება Samsung-ის, Sony-ის, TCL-ის და სხვა ბრენდების პროდუქციაზე. მაგალითისთვის, TCL-ის QLED TV-ის ფასი 2 099 ლარის ნაცვლად 1899 ლარი გახლავთ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტიცაა, რადგან მისი დასახელებაც მიუთითებს, რამდენად დიდი ადგილი უკავია ამ ყველაფერს ჩვენი ცხოვრების კომფორტის შექმნაში. სწორედ ამიტომ, ალტაში მსგავს პროდუქციაზე მასშტაბური, 40%-მდე ფასდაკლებები მოქმედებს — შეთავაზებები კი შეეხება, როგორც სამზარეულოს, ასევე თავის მოვლასთან დაკავშირებულ ტექნიკას.
აი, ავიღოთ ხელის მტვერსასრუტი — Black+Decker-ის ამ პროდუქტს 219 ლარის ნაცვლად მხოლოდ 99 ლარად დაისაკუთრებთ. მიკროტალღური ღუმელი გნებავთ? ეს ძალიან საჭირო ტექნიკა ალტაში 249 ლარად დაგხვდებათ. რაც შეეხება ყავის აპარატს, მისი ღირებულება 259 ლარიდან იწყება.
ამასთან — სარეცხის მანქანები 549 ლარიდან, გაზქურები 399 ლარიდან, ხოლო მაცივრები 549 ლარიდან. რამე ხომ არ გამოგვრჩა? ჰო, რა თქმა უნდა — კონდიციონერები მხოლოდ 679 ლარიდან!
ალტას მაღაზიებში მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას 1 000 ლარამდე ფასდაკლებას მიიღებთ. ნებისმიერ ნივთს კი, რასაკვირველია, განვადებითაც შეიძენთ.
გეიმინგ-ტექნიკა
ფოტო: ალტა
რადგან ზაფხულიც ვახსენეთ, ამ სეზონზე კიდევ ერთი თავშესაქცევი საყვარელი ვიდეო და კომპიუტერული თამაშებია ხოლმე. ამიტომ, გეიმერებისთვის საინტერესო პროდუქციის გამოტოვება არაფრით იქნებოდა.
მაგალითად, იცოდით, რომ PLAYSEAT-ის გეიმინგ-სავარძლების შეძენას 499 ლარიდან შეძლებთ? ან ის, რომ Steam Deck-ის ფასი 1 849 ლარია? გადასარევი ამბავია, ვერაფერს იტყვი!
აქსესუარები
ფოტო: ალტა
დაბოლოს — ვინ თქვა, რომ აქსესუარები ზემოთ ჩამოთვლილ ტექნიკაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია?! სულ არაა საჭირო, ტექნიკის დიდი მოყვარული იყო, რომ სმარტ საათმა მოგხიბლოს...
ზუსტად მაგიტომ, აქციის ფარგლებში სმარტ საათების ფასი სულ რაღაც 69 ლარიდან იწყება. ამას გარდა, 50%-მდე ფასდაკლებები შეეხება ყურსასმენებს და სხვა აქსესუარებსაც. შეთავაზებები კი ვრცელდება Apple-ის, Samsung-ის, Sony-ის, House of Marley და კიდევ ბევრი სხვა ბრენდის პროდუქციაზე.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ არის. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აქციის შესახებ მეტ ინფორმაციას, ასევე ფასდაკლებულ ტექნიკას და ყველა მნიშვნელოვან დეტალს ალტას ვებგვერდზე იხილავთ.
სხვათა შორის, სიმბოლურია ისიც, რომ წელს ალტა 26 წლის იუბილეს აღნიშნავს. 1997 წელს დაარსებული მაღაზიათა ქსელი დღეს უკვე საქართველოს 7 ქალაქში 15 ფილიალითაა წარმოდგენილი. ალტაში შეხვდებით მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკას; კომპანიის პარტნიორებს შორის არიან Samsung, Apple, Asus, Sony, Microsoft, TCL, Xiaomi, AEG, Electrolux, Whirlpool, Philips, Panasonic, Canon, HP, LG და კიდევ 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი. ამდენად, მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გარანტია და მომსახურება ვრცელდება.
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპროტესტი გმირთა მოედანზე — რა ხდება პროტესტი გმირთა მოედანზე — რა ხდება
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები