ვოლოდიმირ ზელენსკი

26 May. 2023, 12:11

თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას.
პატივისცემით, ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის მისალოცი წერილი ქართველი კოლეგისადმი საელჩომ გამოაქვეყნა. ვოლოდიმირ ზელენსკის და საელჩოს მილოცვებში არსად ფიგურირებს საქართველოს მთავრობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ