სალომე ზურაბიშვილი

27 May. 2023, 11:51

მინდა დავიწყო პატარა რაკურსით. რადგანაც ვიმყოფები ამ არაჩვეულებრივ, ახალ, განახლებულ შენობაში, სადაც დღეს საგარეომ დაიმკვიდრა ადგილი და ეს ორგანიზებული არის საგარეოს მიერ, არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის — მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე — და ეს არ არის შეურაცხყოფა პრეზიდენტის. ეს არის დარღვევა პროტოკოლის და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი — მე პირველი ვარ, შენ მეორე. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. 

მე არაფერი არ მწყინს დიდი ხანია ამ ქვეყანაში და ამითი ვერავინ მაწყენინებს. მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. 

არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრმა ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი — პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა აზრების განსხვავება იყოს, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული.

ამისთვის, სხვათა შორის, მე ვეცადე, სამი წელია, რომ ერთი პროტოკოლის უწყება შეგვექმნა, ანუ კოორდინაცია შეგვექმნა სხვადასხვა სამინისტროს და ყველასთან ერთად, თუნდაც საპატრიარქოსთან, და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, რაც ასევე არის სახელმწიფოს საკითხი, მაგრამ არ იქნა, იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი კერძო პატარა ამბიციები.

პროტოკოლი ასევე არის პატარა სახელმწიფოების საერთაშორისო დონეზე მთავარი დაცვა. თუ არა პროტოკოლი, ჩვენ ყველგან საერთაშორისო შეხვედრებზე ვიქნებოდით სადღაც ქვემოთ, უკან. პროტოკოლი იცავს პატარას, იცავს ყველას და ისე არ არის გამოგონებული, რომ ვიღაცის თავმოყვარეობას მოერგოს და ამბიციებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია

რა ხდება: ამ წუთებში, პარლამენტის მიმდებარედ ხმაურია. ადგილზე აქციის მონაწილეები დააკავეს. დეტალები: საპოლიციო…