პუტინი, ორბანი, ალიევი, ღარიბაშვილი — ვინ მიულოცა ერდოღანს გამარჯვება ოფიციალურ შედეგებამდე

ფოტო: მთავრობა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 14 მაისს თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა — საპრეზიდენტოში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ მეორე ტური დაინიშნა.
- ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშე იყო: ორი კანდიდატი განვითარების მკვეთრად განსხვავებულ გზებზე საუბრობდა.
- ოპოზიციური სპექტრის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ამბობდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთში საპარლამენტო მმართველობა იქნებოდა, სადაც პარლამენტი და პრემიერმინისტრი უფლება-მოვალეობებს გაინაწილებდნენ.
- მოქმედ პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ თურქეთს ექვსი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას და მრავალმხრივ განვითარებას ჰპირდებოდა.
მეორე ტური: ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა.
- თურქეთის საარჩევნო საბჭოს ბოლო განახლებით, დათვლილია დაახლოებით 75,42%: ერდოღანი — 53,41%, ქილიჩდაროღლუ — 46,59%.
- სახელმწიფო სააგენტოს, ანადოლუს მონაცემებით კი, დათვლილია 100% და ერდოღანს 52,12% აქვს, ქილიჩდაროღლუს — 47,88%.
- ერდოღანმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
- ქილიჩდაროღლუმ კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველ ინტერვიუში მოუწოდა მხარდამჭერებს გააგრძელონ ბრძოლა დემოკრატიისთვის.
მილოცვები: ერდოღანი უკვე იღებს მილოცვებს პარტნიორი ქვეყნებიდან. მათ შორის, საქართველოს პრემიერმინისტრი და რუსეთის პრეზიდენტიცაა.
- ამ სიაში ერთ-ერთი პირველი უნგრეთის პრემიერი იყო, რომელიც ევროპაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა.
- როგორც Aljazeera წერს, ერდოღანს მიულოცეს პალესტინის პრემიერმინისტრმა, აზერბაიჯანის, ირანის და ვენესუელას პრეზიდენტებმა.
- "ჩემო ძვირფასო ძმაო, რეჯეფ თაიფ ერდოღან, გილოცავთ გამარჯვებას", — დაწერა ყატარის ემირმა.
- რუსეთის პრეზიდენტმა მისალოც ტექსტში ერდოღანს ძვირფასი მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ გამარჯვება იმის მტკიცებულებაა, თურქი ხალხი აფასებს მის თავდაუზოგავ მუშაობას და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.
- "ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში და სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საქმეში", — განაცხადა პუტინმა.
- ირაკლი ღარიბაშვილმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ ულოცავს საქართველოს დიდ მეგობარს, თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას.
- "თურქმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა და ჩვენ ვუერთდებით მათ დღესასწაულს. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები თურქეთსა და საქართველოს შორის", — ვკითხულობთ პოსტში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები