თურქეთის საარჩევნო საბჭომ ერდოღანი გამარჯვებულად გამოაცხადა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დეტალები: საარჩევნო საბჭოს თავმჯომარემ თქვა, რომ დათვლილია ხმების 99,43% და ერდოღანს 52,14% აქვს, ქილიჩდაროღლუს კი — 47,86%.
- "პირველადი მონაცემების შედეგად, პრეზიდენტად ბატონი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აირჩიეს", — აღნიშნა მან.
- მისივე თქმით, 192 214 საარჩევნო ყუთიდან ამ დროისთვის 191 758 გაიხსნა, თუმცა დანარჩენი ხმები შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს.
- ახლანდელი მონაცემებით, კანდიდატებს შორის სხვაობა 2 მილიონზე მეტი ხმაა.
- ამ გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერდოღანმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
- ქილიჩდაროღლუმ კი თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატიისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
მილოცვები: ოფიციალური შედეგებამდე ერდოღანმა არაერთი მილოცვა მიიღო — ამ სიაში ერთ-ერთი პირველები იყვნენ, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები, რუსეთის, აზერბაიჯანის, ვენესუელას და ირანის პრეზიდენტები.
- ვლადიმერ პუტინმა მისალოც ტექსტში ერდოღანს ძვირფასი მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ გამარჯვება იმის მტკიცებულებაა, თურქი ხალხი აფასებს მის თავდაუზოგავ მუშაობას და დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.
- ირაკლი ღარიბაშვილმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ ულოცავს საქართველოს დიდ მეგობარს, თურქეთის ლიდერად ხელახლა არჩევას.
- "თურქმა ხალხმა თავისი აზრი დააფიქსირა და ჩვენ ვუერთდებით მათ დღესასწაულს. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კავშირები თურქეთსა და საქართველოს შორის", — ვკითხულობთ ღარიბაშვილის პოსტში.
- ერდოღანს უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმაც და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.
- მან მილოცვები მიიღო ბრაზილიის, შვედეთის, საფრანგეთისა და ეგვიპტის ლიდერებისგანაც.
- "საფრანგეთსა და თურქეთს ერთად დიდი გამოწვევები აქვთ. მშვიდობის დაბრუნება ევროპაში, ჩვენი ევროატლანტიკური ალიანსის მომავალი, ხმელთაშუა ზღვა. პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად, რომელსაც ვულოცავ ხელახლა არჩევას, ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას", — დაწერა ემანუელ მაკრონმა.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები