თუთიყუშები, რომლებიც ერთმანეთს ვიდეოზარით ურეკავენ, ნაკლებად მარტოსულები არიან — კვლევა
გლაზგოს უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, თუთიყუშები, რომლებიც ერთმანეთთან ვიდეოზარით საუბრობენ, თავს ნაკლებად მარტოსულებად გრძნობენ. კვლევის ფარგლებში თუთიყუშებს სმარტფონები დაურიგეს, რომლითაც სხვა ფრინველებთან ვიდეოზარით დარეკვა შეეძლოთ.
აღმოჩნდა, რომ მეგობრებთან ვიდეოზარით საუბრის შემდეგ თუთიყუშები უფრო სოციალურები გახდნენ, დღის განმავლობაში მეტს მღეროდნენ და თამაშის სურვილსაც უფრო აქტიურად ამჟღავნებდნენ.
"აშშ-ში ადამიანებთან ერთად სახლებში 20 მილიონზე მეტი თუთიყუში ცხოვრობს. ჩვენ იმის გაგება გვინდოდა, გაუჩნდებოდათ თუ არა ფრინველებს სურვილი, რომ სხვა თუთიყუშებთან ვიდეოზარით ესაუბრათ, თუ ამის საშუალებას მივცემდით. გვაინტერესებდა, აირჩევდნენ თუ არა ისინი ამ შესაძლებლობას და რა სარგებელს მოუტანდა ვიდეოზარით საუბარი თუთიყუშებსა და მათ პატრონებს", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
კვლევის ფარგლებში 18 თუთიყუშს 1000-ზე მეტის საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. თუთიყუშების ბევრი სახეობა დიდ ჯგუფებად ცხოვრობს, მოშინაურებული თუთიყუშები კი უმეტესად დროს მარტო ატარებენ. იზოლაციამ და მოწყენილობამ თუთიყუშს ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება განუვითაროს, რაც მოუსვენრობითა და თვითდაზიანების სურვილით გამოიხატება.
ვიდეოზარით სხვა თუთიყუშებთან საუბარს კი ნაწილობრივ იგივე სარგებელი ჰქონდა, რაც დიდ ჯგუფთან ერთად ცხოვრებას. "ზოგი მღეროდა, ზოგი თავდაყირა ტრიალებდა, ზოგს კი სურდა, სათამაშოები ვიდეოზარით სხვა თუთიყუშისთვის ეჩვენებინა", — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი.
კვლევის პერიოდში თუთიყუშებმა ეკრანზე მეგობარი ფრინველების ფოტოზე შეხება და მათთან დარეკვა ისწავლეს. ლაპარაკის დროს კი კვლევაში თუთიყუშების პატრონების აქტიურად ჩაერთნენ, რომლებიც ფრინველებს აკვირდებოდნენ და მათ ქცევას დეტალურად აღწერდნენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები