Volvo EX30 SUV — ახალი ელექტრომოდელი, რომელიც უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემით იქნება აღჭურვილი
Volvo EX30 ახალი, სრულად ელექტრო, მცირე ზომის SUV შვედური ბრენდის აქამდე წარმოებულ მოდელებს შორის ყველაზე უსაფრთხო იქნება. სკანდინავიური კომპანიის 96-წლიანი გამოცდილებით შექმნილ მოდელს მომხმარებელი მალე, ივნისის პირველივე კვირაში იხილავს.
უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემების დახმარებით, ისეთი შემთხვევების თავიდან აცილებაც შესაძლებელია, როგორიც, მაგალითისთვის, ავტომობილის კარის გაღების შედეგად ველოსიპედისტების დაზიანებაა. ევროპის ზოგიერთ ქალაქში უბედური შემთხვევების მეხუთედი სწორედ მსგავს ფაქტებზე მოდის.
ასეთი ინციდენტების შესამცირებლად, Volvo EX30 აღჭურვილია კარის გაღების სიგნალით, რომელიც მძღოლს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალით მოსალოდნელ საფრთხეზე მიანიშნებს. კარის გაღების გაფრთხილება ვოლვოს Safe Space ტექნოლოგიის ერთ-ერთი მახასიათებელია.
"ავტომობილებს, ქვეითებს და ველოსიპედისტებს, თანაბრად ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაიცვან მოძრაობის წესები და გაითვალისწინონ გარშემომყოფები. Volvo EX30-ით ჩვენ ახალ დონეზე აგვყავს ქალაქის უსაფრთხოება, განსაკუთრებით თანამედროვე გადატვირთულ უბნებში", — ამბობს ასა ჰაგლუნდი, ვოლვოს უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი.
უახლესი დამცავი სისტემები
თითქმის არ არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული სცენარი, რაც ვოლვოს ახალ EX30- ში გათვალისწინებული არ არის. მასში ჩამონტაჟებული უსაფრთხოების სისტემები ეფუძნება კვლევას, რა დროსაც რეალურ სამყაროში მომხდარი უბედური შემთხვევები შეისწავლეს. მიღებული მონაცემების გადამუშავების შემდეგ კი ვოლვოს ინჟინრებმა უსაფრთხოების უნიკალური ტექნოლოგია შექმნეს.
დაცვის მაღალი დონე ყველა დეტალში გათვალისწინებულია, კარკასით დაწყებული, მექანიზმით დასრულებული.
EX30-ის შასი და უსაფრთხოების კარკასი აგებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის სხვადასხვა ფორმით, რაც ავარიის ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. ასევე ახალ ელექტრომოდელში მძღოლის სავარძლის შიდა მხარეს უსაფრთხოების გვერდითა ბალიშია განთავსებული, რომელიც იცავს მას თავისა და გულმკერდის დაზიანებისაგან, გვერდიდან დარტყმის შემთხვევაში.
მანქანა, რომელიც გეხმარება, როცა ეს გჭირდება
EX30-ი აღჭურვილია გაფრთხილების სისტემით, რომელიც აკვირდება მძღოლის მოტორიკას, მოძრაობის ინტენსივობას და სიტუაციასთან შესაბამისობას. გარდა ამისა, ამოიცნობს, თუ როდის უშვებს მძღოლი საჭეს ხელს. ავტომობილს ასევე აქვს სპეციალური სენსორი, რომელიც მძლავრი ალგორითმებით მუშაობს და საჭის უკან მდებარეობს. ის თვალებსა და სახეზეა კონცენტრირებული და მიმიკებს წამში დაახლოებით 13-ჯერ ზომავს. ამ გზით სისტემა იღებს ინფორმაციას მძღოლის მდგომარეობის შესახებ, ხომ არ არის მისი ყურადღება გაფანტული, ხომ არ ეძინება ან ხომ არ მოდუნდა ისე, რომ ამას თავადაც ვერ აცნობიერებს.
ასევე, ავტომობილს აქვს ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ EX30-ს სხვა მანქანა მოულოდნელად გადაუჭრის გზას, ის ავტომატურად დაამუხრუჭებს.
დამატებით დეტალებს EX30-ის შესახებ მომხმარებელი უკვე 7 ივნისს შეიტყობს, როდესაც სრულად ელექტრო Volvo EX30 SUV-ის გლობალური დებიუტი შედგება. იმავე დღეს, ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება შესაკვეთად ან წინასწარი შეკვეთისთვის შერჩეულ ბაზრებზე.
გასულ წელს Volvo Car Group- ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა 330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.
სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას ვოლვო ქარ კავკასია წარმოადგენს. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის ვოლვოს ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები