რა უნდა ვიცოდეთ შაქრიან დიაბეტზე? — ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან
შაქრიანი დიაბეტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მის შემთხვევებს კი მზარდი ტენდენცია აქვს, რისი ერთ-ერთ მთავარი მიზეზიც თანამედროვე ადამიანის ადინამიურობა და არაჯანსაღი კვებაა. შაქრიანი დიაბეტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც მის დროულ აღმოჩენასა და მკურნალობას ართულებს. ამასთან ერთად, ხანგრძლივი მიმდინარეობისას დაავადება ორგანიზმში მიმდინარე პროცესების დარღვევასა და მრავალ გართულებას იწვევს.
სისხლში შაქრის რა მაჩვენებლები მიიჩნევა ნორმად და როდისაა მდგომარეობა საყურადღებო? როგორია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობის გზები? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თოდუას კლინიკის ენდოკრინოლოგი მაია ტორჩინავა საუბრობს.
რა არის გლუკოზა და რა როლს ასრულებს ის ორგანიზმის ფუნქციონირებაში?
გლუკოზა, იგივე შაქარი ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყაროა, რომელიც ნახშირწყლების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. სისხლიდან გლუკოზა სამიზნე უჯრედებში გადადის, რასაც ჰორმონი ინსულინი უზრუნველყოფს. ჰორმონს კი პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებს. როდესაც ეს პროცესი ირღვევა სახეზე გვაქვს ჰიპერგლიკემია, რაც სისხლში შაქრის მაღალ დონეს ნიშნავს.
სისხლში შაქრის რა მაჩვენებელი მიიჩნევა ნორმად?
სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის ორ საერთაშორისო საზომ ერთეულს ვიყენებთ — მმოლ/ლ-სა და მგ/დლ-ს. მათი კონვერტაცია მარტივადაა შესაძლებელი. მონაცემების მგ/დლ-ში გადასაყვანად მმოლ/ლ-ის ციფრები უნდა გავამრავლოთ 18-ზე და, პირიქით, მაჩვენებლის მმოლ/ლ-ში გადასაყვანად მგ/დლ-ის ციფრები უნდა გავყოთ 18-ზე.
გლუკოზის გაზომვა ხდება უზმოზე (საღამოს ჭამიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი) და ჭამიდან 2 საათში. უზმოზე გაზომვისას სისხლში შაქრის ნორმალური მაჩვენებელი 70-99 მგ/დლ-ია (3.9-5.5 მმოლ/ლ), ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ გლუკოზის დონე მაქსიმუმ 140 მგ/დლ (7.8 მმოლ/ლ) უნდა იყოს.
თუკი უზმოზე შაქრის დონე სისხლში 100-125 მგ/დლ-ია (5.6-6.9 მმოლ/ლ), ხოლო ჭამიდან 2 საათის შემდეგ — 140-200 მგ/დლ (7.8-11.1 მმოლ/ლ) სახეზეა პრედიაბეტი. ასეთ დროს რისკი იმისა, რომ დიაბეტი ჩამოყალიბდება საკმაოდ მაღალია. შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი ისმება მაშინ, როცა ნებისმიერ დროს სისხლში გლუკოზის შემცველობა 200 მგ/დლ-ზე მეტია.
სისხლში შაქრის დონის ცვლილებას შეიძლება ბევრი რამ იწვევდეს — ჰორმონალური ფონი, ასაკი, თანმხლები დაავადებები, გარკვეული მედიკამენტები და სხვა. ამიტომ მაჩვენებლების სწორად ინტერპრეტირებისთვის აუცილებელია ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის დანიშვნაც სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს.
რამდენი ტიპის დიაბეტი არსებობს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?
განვასხვავებთ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ფორმას — ტიპ 1-სა და ტიპ 2-ს. ტიპი 1-ს ინსულინდამოკიდებულს ვუწოდებთ, რადგან ის ვითარდება მაშინ, როდესაც პანკრეასში ბეტა უჯრედების დეფიციტია და ინსულინი არ გამომუშავდება. შედეგად, არ რეგულირდება გლუკოზა და ყალიბდება დაავადება. ამ ტიპის დიაბეტი, ძირითადად, ადრეულ ასაკში ვლინდება.
დიაბეტი ტიპი 2 კი, ძირითადად, ვითარდება ინსულინრეზისტენტობის შედეგად. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინზე დაქვეითებულია და გლუკოზის რეგულირება სრულფასოვნად ვერ ხდება. ამ ტიპის დიაბეტი, უმეტესად, მოზრდილ ასაკში ყალიბდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირია ამ ტიპის დიაბეტის განვითარება ბავშვებში, ისევე როგორც ინსულინდამოკიდებული დიაბეტის შემთხვევებია მომატებული ზრდასრულ ადამიანებში.
ცალკე შეგვიძლია გამოვყოთ ორსულთა ანუ გესტაციური დიაბეტი. ის შეცვლილი ჰორმონალური ფონის შედეგად ვითარდება და ორსულობის შემდეგ თავისით უკვალოდ ქრება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გესტაციური დიაბეტის დროულად აღმოჩენა და მისი მართვა, რათა ნაყოფს არ განუვითარდეს გართულებები.
რა ნიშნებით ვლინდება შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიან დიაბეტს ვერაგ დაავადებად მივიჩნევთ სწორედ იმიტომ, რომ მას ხშირად არ აქვს სიმპტომები და პაციენტმა სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე ვერც იგრძნოს. თუმცა ჰიპერგლიკემიაზე ხშირად მიანიშნებს ჭარბი წონა, არტერიული წნევის მატება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დიაბეტის ძალიან საყურადღებო ნიშნებია წყლის გაძლიერებული მოთხოვნილება და ხშირი შარდვა. ამ ჩივილების დროს, დიდი ალბათობით, დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია და სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობაა.
რა საშუალებები გამოიყენება სისხლში შაქრის დონის განსაზღვრისთვის?
სისხლში გლუკოზის განსაზღვრა შეიძლება მოხდეს ვენურ სისხლში ლაბორატორიული მეთოდით და კაპილარულ სისხლში გლუკომეტრით. გლუკომეტრით სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა მარტივი პროცედურაა და მას აქტიურად იყენებენ დიაბეტის მქონე პაციენტები, რათა მართონ მკურნალობის პროცესი.
ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრაც. ის გვეხმარება დავადგინოთ პაციენტის ორგანიზმში გლუკოზის საშუალო შემცველობა ბოლო 3 თვის განმავლობაში. მონაცემებზე დაყრდნობით კი, ვაფასებთ, რამდენად ექვემდებარება პაციენტი მკურნალობას და ხომ არ არის საჭირო ტაქტიკის შეცვლა.
როგორია დიაბეტის მკურნალობის პროცესი?
შაქრიანი დიაბეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. დაავადების ტიპისა და სიმწვავის შესაბამისად კი შეიძლება დაინიშნოს ინიექციები და მედიკამენტები ინსულინისა თუ ორგანიზმში სხვა პროცესების რეგულირებისთვის. საბედნიეროდ, დღეს ხელმისაწვდომია ახალი თაობის მრავალი მედიკამენტი, რომლებიც მკურნალობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.
მკურნალობის დანიშვნამდე ენდოკრინოლოგები მრავალ დეტალს ვითვალისწინებთ და ტაქტიკასაც აუცილებლად ინდივიდუალურად ვგეგმავთ.
რა საკვების მიღებაა აკრძალული დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის?
დიაბეტის დროს, პირველ რიგში, შაქრის შემცველი პროდუქტები იკრძალება — ნებისმიერი ტიპის საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილი სასმელები და ა.შ. პაციენტებმა უნდა შეზღუდონ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებიც, ანუ ისეთები, რომელთა ათვისებაც ორგანიზმის მიერ სწრაფად ხდება.
ზოგჯერ პაციენტებს ჰგონიათ, რომ დიაბეტის დროს ხილი სრულად უნდა ამოიღონ, რაც არასწორია — ზომიერად მისი მიღება მნიშვნელოვანია. თუმცა ვკრძალავთ ხილის რამდენიმე სახეობას. ესენია: ყურძენი, ბანანი, ლეღვი, ხურმა, კარალიოკი და სხვა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ხილის სახეობა.
როგორც უკვე აღვნიშნე, კვების გარდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობასაც, რადგან კუნთები მუშაობისას გლუკოზას მოიხმარს და სისხლში მისი დონე მცირდება. დასასრულს კი, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დიაბეტი ქრონიკული დაავადება, ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმი პაციენტმა დროებით კი არა, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა დაიცვას.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები