მოსკოვზე თავდასხმის შემდეგ პირველ კომენტარში პუტინმა გაამხილა რა "აწუხებს"
რა მოხდა: დღეს დილით რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენს მყუდროება დაერღვა და აფეთქებების ხმამ შეაწუხა.
- მალევე სოციალური ქსელები შეშფოთებული რუსების ვიდეოებმა მოიცვა.
- კრემლის მედია წერდა, რომ საცხოვრებელ სახლებს უპილოტო საფრენი აპარატები დაეჯახა.
- RBC, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში 10-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
- ტელეგრამ არხი Shot წერდა, რომ თავდასხმაში 32 დრონი მონაწილეობდა — მათგან 19 ჩამოაგდეს მოსკოვის მისადგომებთან, დაახლოებით 10 ხეებში გაიხლართა, სამი კი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
- რა თქმა, უნდა გაცილებით ნაკლებ, 8 დრონზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
- ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი დრონი მოსკოვის მახლობლად სოფელ რაზდორის თავზე ჩამოაგდეს, ანუ პუტინის რეზიდენციიდან არც თუ ისე შორს.
რა თქვეს რუსეთში: დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ თავდასხმისას რამდენიმე შენობა დაზიანდა და სერიოზულად არავინ დაშავებულა.
- თავდაცვის სამინისტრომ ხელი მაშინვე "კიევის რეჟიმისკენ" გაიშვირა, ამას ტერორისტული ოპერაცია უწოდა და უმკაცრესი ზომებით დაემუქრა.
- მათი მტკიცებით, 8 საფრენი აპარატიდან 3-მა ჩამხშობი სისტემის გამო გადაუხვია სამიზნეებს, 5 კი ჩამოაგდეს.
- მათი მათემატიკური გათვლებიდან გაქრა ის დრონები, რომელიც კორპუსს შეეჯახა.
- როგორც მედუზა წერს, სახელისუფლებო მედიებს დაავალეს, რომ თავდასხმის გაშუქებისას ხაზი გაესვათ, რამდენად წარამტებულად იმუშავა საჰაერო სისტემამ.
რა უპასუხეს უკრაინაში: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა იხუმრა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვართ და შესაძლოა, "ზოგიერთი დრონი არ იყო მზად უკრაინას დასხმოდა თავს", ამიტომ ხელმძღვანელებს დაუბრუნდა და კითხვა დაუსვა, რატომ გზავნიან უკრაინელ ბავშვებზე და კიევზე შესატევად.
- მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა ცდება, ვისაც ჰგონია, ცალმხრივ თამაშს ითამაშებს და სუვერენულ სახელმწიფოს დაუსჯელად დაესხმება თავს.
- ნახეთ თავდასხმის კადრები, რომელიც მედუზამ გააერთიანა.
რას ამბობს პუტინი: რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს მოსკოვზე თავდასხმა კიევის საპასუხო ნაბიჯია.
- ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ დაარტყეს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბს, რასაც კიევმა "რუსეთის დაშინების მცდელობით" უპასუხა.
- "რუსეთის მოქალაქეების დაშინებისა და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია", — ამბობს ადამიანი, რომლის ბრძანებითაც უკრაინაში წელიწადზე მეტია ბომბავენ მშვიდობიან დასახლებებს.
- დედაქალაქში ათეულობით საფრენი აპარატის შეღწევის შემდეგაც, ამტკიცებს, თითქოს საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამართულად იმუშავა, მაგრამ არის საკითხები, რაზეც უნდა იმუშაონ.
- იქვე თავისი "წუხილებიც გაამხილა", ვითომ საპასუხო რეაქცია ადარდებს:
- "ეს იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც რუსეთის მხრიდან პასუხის გამოწვევის მცდელობა. როგორც ჩანს, ეს გათვლილია: ისინი ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ სარკისებურ ქმედებებზე. ვნახოთ, რას ვუზამთ ამას", — თქვა მუქარანარევად პუტინმა და დაამატა:
- "კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენს დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემამ გამართულად იმუშავა. არის რაღაც, რაზეც საჭიროა მუშაობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს".
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
კომენტარები