საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და EU-ს შესახებ კონკურსიდან ცერცვაძის ფოტოს ჩახსნას "მაღალი ცნობადობით" ხსნის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 30 მაისს ფოტოგრაფმა, ზურაბ ცერცვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ფოტო, რომელიც მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა, ევროკავშირის თემაზე სამთავრობო კონკურსში არ მიიღეს.
- ფოტო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებული. მასზე ჩანს პოლიციის წყლის ჭავლის წინ მდგომი ქალი (ნანა მალაშხია) რომელიც ევროკავშირის დროშას აფრიალებს.
- კონკურსს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ატარებდა.
- "ვიფიქრე, გავგზავნი... დღეს მომწერეს, კონკურსიდან ჩაგხსენით, ფოტომ ჩვენი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილაო", — წერდა ფოტოგრაფი.
დეტალები: ცენტრი წერს, რომ კონკურსში, მე ვხედავ ევროპას, მონაწილეობა 100-მდე მოყვარულმა ფოტოგრაფმა მიიღო, ჟიურიმ 13, აქამდე უცნობი ნამუშევარი შეარჩია.
- "მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის თემაზე მათ მიერ განცდილი და ფოტო კამერით დანახული დამოკიდებულების ასახვას".
- ამის შემდეგ კი ამბობენ, რომ ზურაბ ცერცვაძის ფოტოს არშერჩევას მისი მხრიდან "უსაფუძვლო და მწვავე კრიტიკა, პოლიტიზირება და სხვა მონაწილეების "უმწვავესი ბულინგი" მოჰყვა.
- ასევე, საუბრობენ იმ "მიზეზებზე", რის გამოც ფოტო კონკურსიდან ჩაიხსნა.
- "ნამუშევარი ბოლო პერიოდში სარგებლობდა მაღალი ცნობადობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასა და წამყვან მედია გამოცემებში. მას მიღებული აქვს არა ერთი საპატიო ჯილდო და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული".
საინფორმაციო ცენტრი სამთავრობო ორგანიზაციაა. ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირია, მისი ქმარი კი ქართული ოცნების დეპუტატი, ლევან კობიაშვილი.
- კობიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.
- წულეისკირი ქმარს ფეისბუქგვერდზე გამოექომაგა და ითხოვდა, რომ friend-ებიდან წაეშალათ მათ, ვისაც მისი ქმარი მოღალატე ჰგონია.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები