მედვედევი ბრიტანელ მაღალჩინოსნებს "ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს" უწოდებს

ფოტო: Getty Images
339
წაკითხვა
5
გაზიარება
ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე Twitter-ზე წერს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მედვედევი ასე მოსკოვზე დრონებით თავდასხმაზე გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებას გამოეხმაურა.
- მან თქვა, რომ უკრაინას ლეგიტიმური უფლება აქვს, თავისი ძალა საზღვრებს მიღმაც გამოიყენოს, "რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, ძალის პროეციერება უკრაინაში მოახდინოს".
დეტალები: მედვედევი ბრიტანელ ოფიციალურ პირებს რუსეთის "მარადიული მტრის, ბრიყვ ჩინოვნიკებს" უწოდებს და წერს, რომ მათი სახელმწიფო, ასევე, შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც "ომის მდგომარეობაში მყოფი".
- ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მოკავშირედ მოქმედებს და მის სამხედრო დახმარებას უზრუნველყოფს.
- ასევე, ამტკიცებს, რომ ის უკრაინის მხარდაჭერით "რუსეთთან გამოუცხადებელ ომს" აწარმოებს".
- "ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირი (როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო, რომელიც ხელს უწყობს ომს) შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები