500 Georgia — გაიცანით სტარტაპი Glorri, რომელიც კადრებისა და სამუშაოს ძიების პროცესს ამარტივებს
500 Georgia საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და სილიკონ-ველიზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-ის პარტნიორობით, წელს უკვე მეოთხედ იმართება და Demo Day-სთვის მზადების აქტიურ ფაზაშია გადასული. პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მონაწილე სტარტაპები საკუთარი ბიზნესის შესახებ პოტენციური ინვესტორებისა და ფართო აუდიტორიის შესახებ ისაუბრებენ, და ეცდებიან, ერთ წუთში გააცნონ მათ სტარტაპის უნიკალური მახასიათებლები.
აღნიშნულ სტატიაში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი სტარტაპის — Glorri-ს შესახებ გაიგებთ. აღნიშნული წამოწყება დამსაქმებლებისა და დასაქმების მსურველების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით შეიქმნა და შორსმიმავალი სამომავლო გეგმები აქვს.
"Glorri ერთმანეთთან აკავშირებს დამსაქმებლებსა და სამუშაოს დაწყების მსურველებს და უზრუნველყოფს კადრების მონაცემების სწრაფ მიმოცვლას. რის შედეგადაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, 15 დღეში მოიძიოს საუკეთესო კადრი", — აღნიშნავს 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპის, Glorri-ს დამფუძნებელი, ანარ გასიმლი.
Glorri სრულად ცვლის ადამიანური რესურსების სფეროს და დამსაქმებლებს ყველა იმ ინსტრუმენტით უზრუნველყოფს, რომელიც მათ შესაფერისი კადრის მოძიებაში დაეხმარება.
"15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული კადრების მოძიებისა და შერჩევის პროცესში. ამ დროის განმავლობაში მრავალ გამოწვევას შევხვდი, რომელსაც დიჯიტალიზაცია, გამჭირვალობის ნაკლებობა, გაზომვადი სისტემის ხარვეზები თუ ცუდი კომუნიკაცია იწვევდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, რომელიც გლობალურ დონეზე გადაჭრიდა კადრების აყვანის პრობლემას", — აღნიშნავს ანარი.
როგორც ის ამბობს, პლატფორმა მომხმარებელს კადრების სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით პოვნაში ეხმარება.
"დღეს მსოფლიოში HR-ებისთვის "თვალთვალის" ათასობით სისტემა არსებობს, რომელიც ასე თუ ისე ეფექტურია კანდიდატების ნაკადების მართვის პროცესში. თუმცა, Glorri ამ სისტემებს კიდევ უფრო მეტად აუმჯობესებს. ჩვენს პლატფორმაში განსაკუთრებული არის ის, რომ Glorri აერთიანებს როგორც კანდიდატების თრექინგის ხელსაწყოს, ასევე მონაცემთა მეცნიერებისა და კარგი კადრების მონაცემთა ბაზას. შესაბამისად, Glorri-ს მეშვეობით, კომპანიების გამოწვევა — აიყვანონ საუკეთესო კადრები რაც შეიძლება სწრაფად, მარტივად იჭრება", — ამბობს ანარი და იმასაც განმარტავს, რომ კომპანიებისთვის საუკეთესო კადრის შერჩევას აპლიკანტების თრექინგის ხელსაწყოს (ATS) მეშვეობით 30-დამ 45 დღემდე სჭირდება. Glorri-ს კი შეუძლია, რომ ეს დრო 15 დღემდე შეამციროს. ამის საშუალებას კი მას კანდიდატებისთვის ქულების მინიჭების სისტემა აძლევს.
"Glorri კანდიდატის შესახებ აგროვებს მეტამონაცემებს ყველა კომპანიისგან, რომლებსაც კანდიდატთან ჰქონია ურთიერთობა; შემდეგ კი HR-ებს ანონიმურ ქულებს აწვდის. ეს უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარებას და სწორი ადამიანების შერჩევას. ამათან, ჩვენ კანდიდატებს ვთავაზობთ პორტალს, რომელიც ეხმარება მათ დამსაქმებლების შესახებ ინფორმაციის გაგებაში. პლატფორმა აღჭურვილია მონაცემთა ღრმა ანალიტიკით, სადაც კანდიდატებს შეუძლიათ, ჰქონდეთ წვდომა მონაცემებზე, შეადარონ კომპანიის ბონუსები და ხელფასები, მიიღონ უფრო ღრმა ინფორმაცია მათი დაქირავების პროცესისა და კომპანიის ღირებულებების შესახებ, ასევე ჰქონდეთ პირდაპირი მიმოწერა HR გუნდებთან. ამასთანავე, პლატფორმის მეშვეობით კანდიდატებს შეუძლიათ, განსაზღვრონ დაქირავების პროცესის დრო", — ამბობს ანარი.
ანარის თქმით, მათ ამბიციური გეგმები აქვთ — საწყის ეტაპზე მიზნად ისახავენ მეზობელ ქვეყნებში გაფართოებას, შემდეგ კი სურთ MENA-სა და APAC-ში გადავიდნენ, სადაც HR ინსტრუმენტების საჭიროება სწრაფად იზრდება.
მიზნების მიღწევის პროცესში ფიქრობს, რომ 500 Georgia-ში მიღებული ცოდნა აუცილებლად დაეხმარება.
"ჩემი სტარტაპისთვის 500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი განვითარების შესაძლებლობა აღმოჩნდა. მენტორებთან ერთად შევიმუშავეთ ბიზნესის ზრდისა და ფონდების მოძიების სტრატეგიები. რაც მთავარია, ამ პროგრამის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ, გვეპოვა ადგილობრივი პარტნიორები სამიზნე ბაზრებზე", — აღნიშნავს ანარი.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები