მეტროპოლის ნეაპოლური სიურპრიზი ბავშვებს — ნახეთ ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრის ვიდეო
დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სულ ახლახან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, თუმცა თავისი კომუნიკაციითა და სარეკლამო კამპანიით უკვე მოექცა ყურადღების ცენტრში. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის, მეტროპოლში გადაწყვიტეს, რომ ბავშვები გამოეკითხათ — რა საჩუქარს ისურვებდნენ და 1-ლი ივნისისთვის სიურპრიზი ასე შეარჩიეს.
ვიდეოს მთავარმა გმირებმა ერთხმად ხვიჩა კვარაცხელიასთან შეხვედრა ისურვეს, ამიტომ მეტროპოლში ბევრი აღარ უფიქრიათ და სიურპრიზისთვის მზადება დაიწყეს.
"ნაპოლისთან ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში შეგვეძლო, პატარა შეხვედრა დაგვეორგანიზებინა ხვიჩასთან და ასეც მოვიქეცით. შემოქმედებით ჯგუფთან ერთად კონცეფცია შევკარით, ნაპოლისთან შეხვედრა შევათანხმეთ, გადამღები ჯგუფი შევკრიბეთ და დავიწყეთ შეხვედრამდე დღეების ათვლა. ბავშვებს, რა თქმა უნდა, არ გავუმხილეთ, ვისთან შეხვედრაზე მიგვყავდა და, როგორც მოველოდით, მათი პირველი ემოციები იმდენად გულწრფელი და გულისამაჩუყებელი იყო, კვარამაც კი იგრძნო კამერის მიღმა", — აღნიშნავს ეთო მერებაშვილი, მეტროპოლის CMO და ამბობს, რომ კვარამ მომავალ ფეხბურთელებს ბევრი საჭირო რჩევაც მისცა — ესაუბრა შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის მნიშვნელობაზე, სწავლის აუცილებლობაზე.
ეთო მერებაშვილის თქმით, მეტროპოლის მისია ადამიანებზე და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა და მოხარულები არიან, რომ ბავშვებს დასამახსოვრებელი ცხოვრებისეული გამოცდილება აჩუქეს.
მეტროპოლის კრეატიული დირექტორი, ლაშა დ კოტორი კი აღნიშნავს, რომ ფეხბურთი და ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ კამპანიაში სიამოვნებით ჩაერთო.
"კარგ ხალხთან მუშაობა და, უფრო მეტად, ბავშვების გახარება ძალიან საინტერესოდ ჟღერდა. გვქონდა 20 წუთი, გვყავდა კვარა და ვიცოდით რომ 1-ლი ივნისი მოდიოდა. ამ სამ რამეს წესით რომ გააერთიანებთ, ეს ვიდეო უნდა გამოვიდეს. როგორც ვიდეოს დასაწყისში გაისმის, ბავშვებს ოცნება ავუხდინეთ, მწვრთნელმა ვითომ ტრავმა მიიღო, ხოლო შეცვლაზე კვარაააა შემოვიყვანეთ. უფრო სწორად, კვარადონა… კიარადა კვარა მასწი!!! დანარჩენზე კი ბავშვებს მივენდეთ: ემოციები, კითხვები და თუნდაც უხერხული პაუზები თუ ბავშვების სიჩუმე, რომელბიც კვარას ხილვისგან შოკში იყვნენ — დეტალები, რომლებიც კადრში არ მოხვდა, ყველაფერი იყო და ყველაფერი ნამდვილია", — ამბობს ლაშა დ კოტორი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები