ლიბერთის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო პროექტი "მზიურმცოდნე" დაიწყო
ლიბერთის მხარდაჭერით, მზიურის სოციალური კაფე, ერთი თვის განმავლობაში, ბავშვების საგანმამათლებლო პროექტს უმასპინძლებს. მზიურმცოდნე ბავშვებისთვის სხვადასხვა მიმართულებით შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. მზიურის პარკის ტერიტორიაზე, კაფე მზიურის სივრცეში, პატარები შესაბამის ცოდნას მიიღებენ ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების შესახებ.
"კაფე მზიური, მეორე წელია, ლიბერთის მხარდაჭერით ვახორციელებთ მზიურმცოდნეს. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საბავშვო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილე ბავშვები ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველებზე ზრუნვის და ინკლუზიური გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღებასთან ერთად, მზიურმცოდნის საპატიო წოდებას და კურსის გავლის დამადასტურებელ სამკერდე ნიშნებს მიიღებენ", — ამბობს ანა გოგუაძე, კაფე მზიურის დამფუძნებელი.
"ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულება განათლებაა და მოხარული ვართ, რომ ბანკის მხარდაჭერით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. მზიურის სოციალური კაფე, მეორე წელია ახორციელებს პროექტს, მზიურმცოდნე და მასპინძლობს ეკოლოგიით, ბუნების დაცვითა და ცხოველებზე ზრუნვით დაინტერესებულ ბავშვებს. ზაფხულის განმავლობაში, ლიბერთი არაერთი მსგავსი ტიპის აქტივობას გეგმავს ბავშვების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით", — აღნიშნავს თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ბანკის შესახებ: ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
კაფე მზიურის შესახებ: მზიურის კაფე სოციალური საწარმოა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს მზიურის პარკის ტერიტორიაზე და მისი მიზანია ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება; ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა; აგრეთვე გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა; დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველოყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ასევე სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები